მოდელი ნეკა დოროყაშვილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა. მათი დავა სასამართლოში დღემდე არ დასრულებულა. ამის პარალელურად, ორივე მათგანი კარიერას აქტიურად აგრძელებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს, ხოლო ნეკა დოროყაშვილი მოდელისა და დიზაინერის პროფესიას ითავსებს.
რამდენიმე დღის წინ ნეკა დოროყაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიუხედავად არაერთი სირთულისა, უკვე წელიწად-ნახევარია, რაც ახალი ურთიერთიბა აქვს და თავს ბედნიერად გრძნობს. ამჯერად ის პარტნიორის მიერ გაგზავნილი ყვავილების ფოტოს აქვეყნებს: „მადლობა, რომ ყოველთვის ზრუნავ ჩემზე, შენთვის შეუძლებელი არაფერია, მთვარეზეც კი შეგიძლია გამომიგზავნო ყვავილები“ - წერს ნეკა დოროყაშვილი.