თანამედროვე საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომლებიც ყველას გვაქვს სახლში, თავდაპირველად სრულიად განსხვავებული სახე ჰქონდა. დილით გაღვიძებისას ხშირად მექანიკურად ვრთავთ ელექტრო ჩაიდანსა თუ მიკროტალღურ ღუმელს. იმდენად ვართ დამოკიდებული ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც ცხოვრებას გვიმარტივებს, რომ ვერც კი წარმოვიდგენთ, როგორ უმკლავდებოდნენ ადამიანები ყოველდღიურ რუტინას 100 წლის წინ... მაშინ ხომ ასეთი მოსახერხებელი მოწყობილობები არ იყო!
ჩვენი წინაპრები სპეციალურად აშენებდნენ სარდაფებს პროდუქტის შესანახად. პირველი ხელოვნური ყინული 1850 წელს ჯონ გორიმ გამოიგონა. მან კომპრესორის ციკლი თავის მოწყობილობაში დაამატა. მსგავსი კონსტრუქცია დღემდე გამოიყენება. პირველი საყოფაცხოვრებო ელექტრო მაცივარი 1913 წელს დამზადდა. წარმოებაში საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებები იქნა გამოყენებული. ხოლო პირველი უხმაურო, უსაფრთხო და გრძელვადიანი მაცივარი სახლისთვის ინჟინერმა კრისტიან სტინსტრუპმა 1926 წელს შექმნა.
ძველად სახლის დალაგებაზე რიგითი დიასახლისი კვირაში 57 საათს ხარჯავდა. ამაში შედიოდა სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება და სხვა საჭირო ყოველდღიური რუტინა. დღეს კი იმავე საქმიანობაზე ქალი 55 საათით ნაკლებ დროს ხარჯავს, რაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის და, ზოგადად, ავტომატიზაციის დამსახურებაა. უწინ ქალები იატაკს მუხლზე დამდგარი, ხელებითა და ჩოთქით ხეხავდნენ. შემდეგ გაჩნდა იატაკის საწმენდი ხის ჯოხი, რომელზეც ტილო უნდა შემოგეხვია. იატაკის ჯოხმა დღემდე შეინარჩუნა აქტუალობა, თუმცა ტრანსფორმაცია განიცადა. მისი თანამედროვე ანალოგი მექანიკური „ტურბო სმარტია“, რომელსაც მოყვება წყლის ტევადი სათლი. ხელების დასველების გარეშე, სატერფულის დახმარებით, მარტივად იწურება ტილო სასურველ დონეზე. „ტურბო სმარტის“ ტილოს აქვს 100%-ით მიკროფიბრას შემადგენლობა. რომელიც იატაკის ზედაპირიდან ბაქტერიების 99%-ს მხოლოდ წყლით აშორებს, რაც დალაგებას გაცილებით მარტივსა და მოსახერხებელს ხდის. მისი ინოვაციურობიდან გამომდინარე, ის ევროპაში #1 იატაკის საწმენდი მოწყობილობაა გაყიდვების მიხედვით.
ფუნდამენტურად ახალი ეტაპი იყო რობოტული მტვერსასრუტების შექმნა, რომლებიც გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. ისინი დამოუკიდებლად მოძრაობენ ოთახში და ადამიანის მინიმალურ ჩარევას საჭიროებენ.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, განვითარდა იატაკის საწმენდი მოწყობილობებიც. ახალი თაობის იატაკის საწმენდმა მოწყობილობამ, რომელსაც ჰქვია „ორთქლის მოპი“, მტვერსასრუტი ჩაანაცვლა, რადგან ის ორთქლის მეშვეობით, იატაკის და ხალიჩის ზედაპირიდან ბაქტერიების 99%-ს აშორებს. დასუფთავების გარდა, ის დეზინფექციას უტარებს სხვადასხვა ტიპის იატაკს. მისი ფორმიდან გამომდინარე, მარტივად წვდება რთულად მისადგომ ადგილებს.
პირველი ტოსტერი, რომელიც პურს მხოლოდ ერთი მხრიდან ხუხავდა.
ასე გამოიყურებოდა ნახშირის უთო.
ეს პირველი მიქსერია, წარმოებული 1930 წელს.
და ბოლოს, გაზქურა მე-19 საუკუნეში.
თქვენ რომელი ნივთის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება?