როგორი იქნება თქვენთვის ლურჯი ვეფხვის წელი? დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ ციფრებს - დამოუკიდებლად გამოთვალეთ თქვენი რიცხვი მომავალი წლისთვის და ნახეთ, რას გიმზადებთ ახალი წელი. რიცხვის გამოთვლა კი ძალიან მარტივია, იმის გასაგებად, თუ როგორი იქნება ლურჯი ვეფხვის წელი ნუმეროლოგიის თვალსაზრისით, თქვენ უნდა აიღოთ მომდევნო წლის ყველა შემადგენელი ციფრი და უბრალოდ შეკრიბოთ ისინი. ასე რომ, წლების ჯამური რაოდენობა ყველა ადამიანისთვის იქნება 6 (2 + 0 + 2 + 2 = 6).
ექვსი ნიშნავს წარმატებას მათთვის, ვინც მზად არის იმუშაოს მიზნის მისაღწევად. ეს ციფრი მფარველობს საზრიან, მიზანმიმართულ ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით იღებენ იმას, რისი მიღებაც სურთ. ამიტომ წელი ხელსაყრელია კარიერული წინსვლის, ფინანსური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, შინაგანი პოტენციალისა და ამბიციების რეალიზაციისთვის. მხოლოდ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ არ გადააჭარბოთ და შეინარჩუნოთ ბალანსი სამუშაოსა და დასვენებას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია გამომჟავნდეს დაავადებები და სხვა პრობლემები.
რაც შეეხება ფულს, ექვსი კარგი რიცხვია დაზოგვის, დიდი შესყიდვებისა და გარიგებებისთვის. ასევე კარგი იდეაა გლობალური პროექტების ან სამშენებლო პროექტების დაწყება. ზარმაც ადამიანებს კი ეს წელი კარგს არაფერს ჰპირდება.
უფრო ზუსტად რომ გაიგოთ, როგორი წელი იქნება თქვენთვის,
თქვენი დაბადების თარიღის შემადგენელი ციფრები შეკრიბეთ. მაგალითად, თუ დაიბადეთ 1991 წლის 19 თებერვალს, მიიღებთ შემდეგ ფორმულას: 1 + 9 + 0 + 2 + 1 + 9 + 9 + 1 + 2 + 0 + 2 + 2 = 38, 3 + 8 = 11, 1+ 1 = 2. თქვენი ციფრი იქნება 2.
1
თუ მიიღებთ 1-ს, მაშინ ნამდვილად შეგიძლიათ გაიხაროთ - ლურჯი ვეფხვი გულუხვად მოგანიჭებთ თავისი ყურადღებასა და ზრუნვას. წარმატება და სიხარული მხოლოდ მაშინ მოვა, თუკი თავს არ დაზოგავათ და ბევრს იშრომებთ, მაგრამ თუკი სიზარმაცე გძლევთ, მაშინ შეეგუეთ, რომ განსაკუთრებულს ვერაფერს მიიღებთ. ასე რომ, მოემზადეთ მომავალი წლისთვის და ეცადეთ, სწორად გამოიყენოტ ყველა შესაძლებლობა.
2
ვინც მიიღებს 2-ს, ისარგებლებს ქარიზმით და გამორჩეული კომუნიკაციის უნარებით. მთელი წლის განმავლობაში დატკბებიან კომუნიკაციით, სასიამოვნო შეხვედრებით, ახალი ნაცნობებით. მჭევრმეტყველების და თანდაყოლილი მომხიბვლელობის უნარი დაგეხმარებათ მოათვინიეროთ ლურჯი ვეფხვი და მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. განსაკუთრებული მფარველობა მიეცემათ მათ, ვინც შემოქმედებით სფეროში საქმიანობს - მუსიკოსები, მომღერლები, მოქანდაკეები, მხატვრები, პოეტები და მწერლები.
3
3 ნიშნავს, რომ იღბალი თქვენს მხარეს იქნება, მაგრამ ის არ უნდა გამოსცადოთ. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ დამსახურებული შედეგით, მაგრამ ერიდეთ კანონის დარღვევას, თაღლითურ ქმედებებსა და სხვა გზებით მოტყუებას. წესებიდან ოდნავი გადახვევაც კი უამრავ პრობლემას მოგიტანთ, ამიტომ გარისკვა არ ღირს. შეზღუდვა ასევე ეხება უძრავი ქონების შეძენას, აზარტულ თამაშებს და სხვა ფინანსურ ასპექტებს. გაუმკლავდით რესურსებს გონივრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს დაკარგავთ.
4
სავარაუდოა, რომ წელი ინტენსიური და რთული იქნება. ზაფხულის დასაწყისისთვის ცუდი ამბებით და სამსახურში პრობლემებით დაღლილი იქნებით. თუ კარგად არ დაისვენეთ, მაშინ სირთულეები ჯანმრთელობასთან მიმართებითაც შეგექმნებათ, მაგრამ მოგზაურობის კუთხით, თქვენ ბევრად უფრო გაგიმართლათ, ვიდრე სხვებს. ნებისმიერი თქვენი მოგზაურობა წარმატებული და სრულიად უსაფრთხო იქნება. ერთი პრობლემა - სავარაუდოდ, ეს იქნება მივლინებები და მოგიწევთ მოგზაურობასთან ერთად მუშაობაც.
5
ვისი ციფრიც ხუთია, მოუწევს ძველი საძირკვლის დანგრევა და ახლის შექმნა. თუ ხელახლა არ დაიბადებით, შეიძლება წარსულში ჩარჩეთ და სამუდამოდ გადაუხვიოთ სწორი გზიდან, ამიტომ, რაც უნდა რთული იყოს, მტკიცედ მიიღეთ ნებისმიერი ცვლილება. დაიმახსოვრეთ: ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდება, სასარგებლო იქნება და ამისთვის ცოტა მოთმინებაა საჭირო. სიყვარულში გაგიმართლებთ, იპოვით მონათესავე სულს, ხოლო ვინც უკვე ურთიერთობაშია, მისი კავშირი კიდევ უფრო გამყარდება.
6
6 არის მზაკვრული ციფრი, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის უნდა იყოთ ფხიზლად. ორჯერ გადაამოწმეთ ინფორმაცია, ნუ ენდობით ახალ ნაცნობებს.. წლის მეორე ნახევარში მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას, დაკავდით ჰობიით. თქვენი ახალი ჰობი შეიძლება გადაიზარდოს უწყვეტ ბიზნესში და მოგიტანოთ მოულოდნელი სიმდიდრე.
7
შვიდიანი გპირდებათ დინამიკას და მუდმივ ცვლილებას. თუ არ მოგწონთ მოწყენილობა და დაიღალეთ მოსაწყენი რეჟიმით, 2022 წელი თქვენთვის ყველაზე ბედნიერი იქნება. თქვენს ცხოვრებაში მუდმივი სიახლეები იქნება, თქვენი ვალია, სწორად აღიქვათ ისინი და გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა. ჯანმრთელობის მხრივ სტაბულური მდგომარეობა გექნებათ.
8
8-ის მქონეებმა უნდა აკონტროლონ საკუთარი თავი და ნაკლები ყურადღება მიაქციონ სხვებს. ივარჯიშეთ მეტი, მიირთვით ნაკლები უსარგებლო საკვები, მიაქციეთ ყურადღება ცხოვრების სოციალურ მხარეს და იძინეთ საკმარისი რაოდენობით. ასევე, გახსოვდეთ, რომ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გამოცდილებაა. დაე, ბევრი იყოს ასეთი! ასევე, რვა პასუხისმგებელია ახალი ცოდნის მიღებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე… განათლების მიმართულებით ბევრი წარმატება გელით.
9
9 არის რიცხვი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ საჯაროობა და ღია კონფლიქტები თავიდან უნდა იქნას აცილებული. თქვენთვის წელი ადვილი არ იქნება, სიყვარულში შესაძლებელია კონფლიქტების სერია, მაგრამ ეს სწრაფად ჩაცხრება. სამსახურშიც ყველაფერი კარგად იქნება, თუ ზურგსუკან არ დაიწყებთ კოლეგების განხილვას. ჯანმრთელობის მხრივ, სურათი არასახარბიელოა. არსებობს ტრავმის, მოტეხილობისა და მყესის გაწყვეტის მაღალი რისკი, ამიტომ ფრთხილად იყავით და იზრუნეთ საკუთარ თავზე.