პიჟამა დიდი ხანია აღარ არის ექსკლუზიურად საძილე ტანსაცმელი და ახლა მათ ხშირად ვიცვამთ როგორც სახლში, ისე განსაკუთრებული შემთხვევების დროს გარეთაც. ჩვენ გიზიარებთ მნიშვნელოვან რჩევებს, თუ როგორ უნდა აირჩიოთ სწორი (და ყველაზე მრავალმხრივი) პიჟამას ნაკრები, რომელიც შეიძლება ჩაიცვათ ნებისმიერ შემთხვევაში.
ერთ-ერთი აქტუალური ტენდენცია, რომელშიც იდეალურად არის შერწყმული სექსუალურობა, თავშეკავება და მაცდურობა, ის თეთრეულის სწორად შერჩევასა და გამოყენებას უკავშირდება. პიჟამა პოპულარობის პიკზე რჩება რამდენიმე სეზონის განმავლობაში ზედიზედ და წლების შემდეგაც აუცილებლად იქნება აქტუალური. სტილმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც მსოფლიო მოიცვა Covid-19-ის პანდემიამ და, იძულებითი თვითიზოლაციის პერიოდში, კომფორტული პიჟამა ყველა შესაძლო შემთხვევაში გახდა ყველაზე აქტუალური ტანსაცმელი.
პიჟამას პოპულარობა განუმეორებელმა კოკო შანელმა მიანიჭა. მან პირველმა შეცვალა საძილე პერანგის ჭრილი, ისესხა მამაკაცის გარდერობის ელემენტები, შეავსო იგი პიჯაკის სტილის ელეგანტური საყელოთი და თავად სცადა მიღებული ვერსიის გამოყენება საჯარო სივრცეში. დიდი კოკოს სტილით შთაგონებულმა, მე-20 საუკუნის დასაწყისის გაბედულმა და რევოლუციურმა მოდელებმა დაიწყეს პიჟამის სტილის სამოსის ტარება არამხოლოდ საწოლში, არამედ გარეთაც. ახლა კი, არც ერთი მოდის კვირეული არ არის სრულყოფილი პიჟამის სტილის სამოსის გარეშე.
ყველაზე აქტუალური ტრენდი პიჟამას შარვალია, რომელიც გარეგნობას მაცდუნებელ ელფერსა და სინაზეს მატებს. ამ შარვლის ჩაცმა ჩვეულებრივ პერანგებთან, ქურთუკებთან ან ტოპებთან ერთად შესანიშნავ შედეგს იძლევა.
ბლუზა ყველაზე ხშირად იკერება მსუბუქი ქსოვილებისგან - აბრეშუმისა და შიფონისგან. ასეთი ბლუზები ხშირად აცვიათ როგორც სახლში,ყოველდღიურად სამსახურში, საყიდლებზე, მეგობრებთან შეხვედრისას... ყველგან, სადაც გსურთ, რომ ელეგანტურად და, ამავდროულად, მარტივად გამოიყურებოდეთ.
აღმოსავლური მოტივები წელს უკიდურესად აქტუალურია. მოდურია აბრეშუმის ან ატლასის ნაჭრებისგან დამზადებული მუხლამდე კაბები. ქსოვილებზე ნახატები ასევე აღმოსავლურია - დრაკონები, ლოტოსის ყვავილები, იეროგლიფები.
აბრეშუმის შორტებით შეგიძლიათ, ხაზი გაუსვათ სიგრძესა და სიმსუბუქეს. უპირატესობა მიანიჭეთ ნაცრისფერ და კრემისფერ ჩრდილებს, რომლებიც გამოიყურება ნეიტრალურად და არ იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. შეუხამეთ ის პრენაგებს და ნახავთ, რომ იდეალურ კომბინაციას მიიღებთ.
როგორ ავირჩიოთ უნივერსალური ვარიანტი?
მასალა. პიჟამის სტილი ბოჰემური ცხოვრების კომფორტი და ფუფუნებაა. მხოლოდ სხეულისთვის სასიამოვნო რბილ ქსოვილებს შეუძლიათ ასეთი შეგრძნებების გამოწვევა: აბრეშუმი, ატლასი, ხავერდი, ბამბა, პოპლინი, ფლანელი. მნიშვნელოვანია, რომ ქსოვილი არ იყოს გამჭვირვალე და არ ჩანდეს კანი, რათა სამოსმა ვულგარული იერი არ შეიძინოს.
ჩრდილები და ორნამენტები. როგორც წესი, ჭარბობს პასტელული ტონები, ზოგჯერ ყვავილოვანი პრინტებით. ასევე გავრცელებულია სხვადასხვა ზომის პრინტები: ზოლები, კოპლები, აღმოსავლური ორნამენტები, ყვაილები, ფრინველები, ცხოველები.... როგორც დეკორი, დახვეწილი მაქმანი ყველაზე ხშირად გამოიყენება ძირითადი პროდუქტის შესატყვისად ან კონტრასტული ფერებით. იშვიათია ნაქარგები და აპლიკაციები.
სტილი. თუ ვსაუბრობთ სტილზე, მაშინ უნდა ითქვას, რომ პიჟამის სტილი მიმზიდველია, რადგან ეს არის თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც თან მიჰყვება სხეულის ფორმას და თან დახვეწილობას ჰმატებს მას. ახალ სეზონზე შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის იდეალური ვარიანტი მრავალფეროვანი პალიტრიდან, რომელთაგან თითოეულს აქვს თავშეკავების, მაცდურობისა და ქალურობის ნოტა. საუკეთესოა მინიმალისტური დიზაინის მოდელების შერჩევა: მარტივი სილუეტი, მინიმალური დეკორი და პასტელური ჩრდილები.
როგორ მოვირგოთ პიჯამას სტილი სწორად?
ერთი შეხედვით, პიჟამას სტილის სამოსი ძალიან ჰგავს საღამურს, თუმცა ზოგიერთი ქალი მას წარმატებიტ ირგებს მნიშვნელოვან შეხვედრებსა და ღონისძიებებზეც. თუ გსურთ, ასეთ „ლუქს“ მეტი სოლიდურობა შესძინოთ, მოირგეთ მასთან ერთად ქურთუკი, ბოლერო ან სვიტერი. იმისთვის, რომ ხაზი გაუსვათ ტქვენს სტილს, შეგიძლიათ, აბრეშუმის კაბასთან ერთად გამოიყენოთ დიდი ზოიმს პიჯაკები, ან ბლუზა, რომელიც უფრო მეტად ყოველდღიურ იერს შესძენს თქვენს სამოს.
თუ აქსესუარებზე ვსაუბრობთ, მაშინ პიჟამის სტილისთვის შესაფერისია ნათელი აქცენტის ელემენტები: მოცულობითი რგოლები, დიდი საყურეები, გულსაკიდი, მინიმალისტური ჩანთები და აბრეშუმის თავსაბურავები.