შემთხვევითი არ არის, რომ დეკემბერი ითვლება წლის ყველაზე მღელვარე თვედ. სწორედ ამ თვეში უნდა შევაჯამოთ მთელი წლის მიღწევები, წარმატება, მარცხი. ვიმუშავოთ თავდაუზოგავად, რომ ახალი წლის დღეებში მეგობრებსა თუ ოჯახთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა გვქონდეს, ვიყიდოთ მათთვის საჩუქრები, ტკბილეული... ამოცანა მარტივი არ არის და ამ ყველაფრისთვის თავის გართმევა მხოლოდ ყველაზე ორგანიზებულ ადამიანებს შეუძლიათ, თუმცა არსებობს გამოსავალიც - სამი უნარის განვითარება, რომელიც არამხოლოდ ახლა, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაშიც ძალიან დაგეხმარებათ.
მართეთ თქვენი დრო
დროის მენეჯმენტის ცნობილი სტრატეგია, როგორც ჩანს, უკვე იმდენად ღრმად არის გმჯდარი ჩვენს გონებაში, რომ ვცდილობთ, მუდმივად რაღაცები დავგეგმოთ და მოვასწორთ. სინამდვილეში, დროის მენეჯმენტი მითია. რაც ენდა ვეცადოთ, დღეში 24 საათზე მეტი არასდროს იქნება, ამიტომ ერთადერთი, რისი მართვაც ამ პირობებში შეგვიძლი, არის ჩვენი თავი. და კარგი ამბავი აქ არის ის, რომ ამ უნარის დაუფლება სულაც არ არის რთული.
# 1 გამოარკვიეთ, სად და რაში კარგავთ დროს. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, დასაქმებულთა ნახევარზე მეტი აღიარებს, რომ 8 საათიდან, რომელიც უნდა იმუშაონ, დღეში 30-დან 60 წუთამდე „არ მუშაობენ“. ეცადეთ, რომ ექსპერიმენტის დროს მთლიანად გამორიცხოთ თქვენი სამუშაო გრაფიკიდან სოციალური ქსელები ან არასამუშაო ზარები. ნახავთ - სამსახურში შეფერხებები მყისიერად შემცირდება და დაზოგილი დრო შეიძლება დახარჯოთ სასიამოვნო წინასადღესასწაულო წვრილმანებზე.
# 2 შეადგინეთ დავალებების სია და დაალაგეთ ისინი პრიორიტებების მიხედვით. ეს დაგეხმარებათ, არ გადაიტვირთოთ წვრილმანებით და ყველაფერი თავის დროზე შეასრულოთ.
# 3 რაც უნდა თვითკმარი და დამოუკიდებელი იყოთ, ეცადეთ, მისცეთ სხვებს საშუალება, გამოამჟღავნონ საკუთარი შესაძებლობები და ენდეთ მათ. მიეცით თქვენს თანამშრომბლებს ისეთი დავალებები, რომლებიც მათ წაახალისებს, მოტივაციას გაუჩენს და სთხოვეთ, ეს ყველაფერი თქვენთვის გააკეთონ.
იკვებეთ სწორად
ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიეტის დაცვა და საკვებზე ზრუნვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვკარგავთ ჯანსაღ სხეულს და მასთან ერთად, ჩვენი გონებაც კარგავს ეფექტურობას. ახალი წლის ღამეს ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ამ დროს თავს უფლებას ვაძლევთ, მივირთვათ ის, რაც გვიყვარს და მნიშვნელობა არ აქვს, ზედმეტად ცხიმიანია ის თუ ზედმეტად ბევრ ნახშირწყალს შეიცავს. ახალ წელს ნამდვილად შეგიძლიათ, მისცეთ საკუთარ თავს თავისუფლება, თუმცა ნუ დაივიწყებთ საზღვრებს.
აკონტროლეთ ფინანსები
ეს უნარი ყველა ადამიანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ახალი წელი სერიოზული გამოცდაა ჩვენი საფულისთვის. ასე რომ, თუ არ გსურთ იანვრის პირველ კვირაში ჯიბეში ჩარჩენილ ხურდას ითვლიდეთ, ფინანსები სწორად გაანაწილეთ ახლავე და გაწერეთ, რაში რამდენის დახარჯვას აპირებთ. არ დგაავიწყდეთ გაუთვალისწინებელი ხარკებიც, რაც დღესასწაულებზე ხშირა დიჩენს თავს და ეცადეთ, გადაწყვეტილების მირებისას იყოთ რაციონალური.