მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე „ინსტაგრამზე“ მამის ფოტოს აქვეყნებს: „ისე ახლოს არასდროს ვყოფილვართ, როგორც ბოლო 13 წელია... მას შემდეგ, რაც ფიზიკური სამყაროდან სხვაგან გადაინაცვლა. ყველას გულებში... მამიკო ვიქტორი, ყველაზე საყვარელი და დაუვიწყარი“ - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
როგორც ცნობილია, ალექსანდრა პაიჭაძეს მამა გულის შეტევით გარდაეცვალა. „მამა საოპერაციო იყო, 2-ჯერ გაიკეთა ოპერაცია და კიდევ სჭირდებოდა, მაგრამ თავისთვის ფული ვერ გაიმეტა და გულის შეტევამ მოუსწრო“ - განმარტა მან.