მომღერალი თათა გიორგობიანი ცნობილი "ღამის შოუს" ბენდიდან გახდა. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს, მათი მხრიდან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს.
ამჯერად თათა გიორგობიანი ახალ ფოტოებს აქვეყნებს და, როგორც ყოველთვის, დადებით შეფასებებს იმსახურებს: „გოგო საოცრება...“, „ჰაეროვანი და ელეგანტური, ულამაზესი ხარ“, „როგორ ახერხებ სულ იდეალურად გამოიყურებოდე“ - წერენ „ინსტაგრამზე“.