ვერძი
საქმიან პარტნიორებთან ერთად უნდა მოაგვაროთ საქმიანი საკითხები. საყვარელ ადამიანთან ერთად ხშირად უნდა გამოჩნდეთ საზოგადოებაში. კვირის მეორე ნახევრიდან დაიწყეთ დაწყებული საქმეების დასრულება, მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. პარასკევი საყიდლების დღეა.
კურო
გაფრთხილდით, რომ არ გაცივდეთ ან არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადება. კარგი პერიოდია დიეტის დასაწყებად, მავნე ჩვევებთან დასამშვიდობებლად. უქმეებზე მოგინდებათ ახალი ცოდნის მიღება. მოერიდეთ იურიდიული საკითხების გართულებას და საზოგადოებაში რეპუტაციის შელახვას.
ტყუპი
იმოქმედეთ სწრაფად და დაკვირვებულად. არ გადადოთ მომავლისთვის ის საქმეები, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ. უქმეები შვილებთან ერთად გაატარეთ, ერთად დაგეგმეთ საახალწლო დღესასწაული, განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები.
კირჩხიბი
თუ შინ და სამსახურში წესრიგი გექნებათ, ნერვებიც მშვიდად გექნებათ და ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ. სახლში დაალაგეთ პირადი ნივთები, მოიცილეთ ყველაფერი უსარგებლო. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას ემოციები მოთოკეთ.
ლომი
კვირა ისე გადაანაწილეთ, რომ მუშაობისთვისაც დაგრჩეთ დრო. საქმე იმაშია, რომ ბავშვებით იქნებით დაკავებული. განსაკუთრებით, თუ ისინი შემოქმედებით წრეებზე ან სპორტულ ჯგუფებში დაგყავთ. უნდა მოიცალოთ საყვარელი ადამიანისთვისაც, რომელიც თქვენგან რომანტიკულ სიურპრიზებს ელის.
ქალწული
საოჯახო და მატერიალური საკითხები გაღელვებთ ამ კვირაში ყველაზე მეტად. თუ შინ გაფუჭებული ტექნიკა გაქვთ და მისი გაკეთება შეუძლებელია, გადაყარეთ. გამონახეთ დრო მშობლების მოსანახულებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, გაიუმჯობესოთ ძილისა და სუფთა ჰაერზე სეირნობის რეჟიმი.
სასწორი
საქმიანი შეხვედრების კვირა გელით. დააკვირდით, რას გეუბნებიან თათბირზე პარტნიორები, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. კარგი პერიოდია გამოცდების ჩასაბარებლად. უქმეებზე მოერიდეთ დაპირისპირებას მეუღლესთან და მის ნათესავებთან.
მორიელი
შეიძლება მიიღოთ ფულადი ჯილდო ან ფული ადრე შესრულებული საქმისთვის. გამოიყენეთ ფინანსები საკუთარი თავისთვის კომფორტის შესაქმნელად, საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად. მოერიდეთ გადაღლას: ფიზიკურსაც და ნერვულსაც.
მშვილდოსანი
აკონტროლეთ პირადი საქმეები, ნუ გააკეთებინებთ თქვენს ვალდებულებას სხვას, მაგრამ რჩევა შეგიძლიათ ჰკითხოთ. გამარჯვების მიღწევა დამოკიდებული იქნება თქვენს ინიციატივასა და ენერგიაზე. მოერიდეთ ფულის ფლანგვას აზარტზე. უმჯობესია, ფინანსები საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებზე დახარჯოთ.
თხის რქა
საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ ცოტა მეტი დასვენების უფლება მისცეთ საკუთარ თავს. გამონახეთ დრო რომანტიკული შეხვედრებისთვის, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. თქვენი ზოგიერთი ნაბიჯის გამო შეიძლება გაგირთულდეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.
მერწყული
ნუ გაგიკვირდებათ, თუ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც იტყვით. გირჩევთ, მხოლოდ პოზიტიურზე იფიქროთ და ილაპარაკოთ. კარგი კვირაა თვალსაწიერის გასაფართოებლად, ახალი ცოდნისთვის. უქმეებზე გამონახეთ დრო მედიტაციის სეანსებისა და რელაქსაციისთვის.
თევზები
თუ მიზანმიმართული და თანმიმდევრული იქნებით, ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. რჩევისთვის მიმართეთ გავლენიან ადამიანებს. არ აიღოთ ვალი. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. უქმეები მხიარულად, მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში გაატარეთ.