ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, 2022 წლის თებერვლიდან წყლის ვეფხვის წელი დაიწყება, რომელიც 2021 წელთან შედარებით, უფრო კონსტრუქციული და მდგრადი იქნება. აღმოსავლურ ფილოსოფიაში ვეფხვი მიწიერებისა და მატერიალურობის სიმბოლოა და ხელს უწყობს სილამაზისკენ მისწრაფებას. თავდადება და მონდომება 2022 წლის წარმატების გასაღებია, რადგანაც ვეფხვი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არასოდეს გაჩერდეთ ერთ ადგილზე. სცადეთ და შეეჭიდეთ ახალ გამოწვევებს. მათ, ვინც სწავლას იწყებს, კარიერის ან სოციალური სტატუსის ამაღლებას გეგმავს, წყლის ვეფხვი დიდ წარმატებას მოუტანს.
თუმცა, არ იფიქროთ, რომ მთელი წელი სულ წარმატებული და მშვიდი დღეები იქნება. სამყარო გვარწმუნებს, რომ არაფერი მოგვიტანს იმაზე მეტად წარმატებას, ვიდრე საკუთარი თავის რწმენა და სურვილი, რაღაც შევცვალოთ უკეთესობისკენ. ვეფხვი ძალიან გამჭრიახი და მგრძნობიარე ცხოველია, სტრატეგიულად აზროვნებს და ყოველთვის წინდახედულია.
გარდა ამისა, წყლის სტიქია პასუხს აგებს დაავადებებსა და მკურნალობაზე, ამიტომ, სავარაუდოდ, მსოფლიო კვლავ ორად გაიყოფა, თუმცა საბოლოოდ ინოვაცია გაიმარჯვებს.
10 მთავარი რჩევა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:
- დაუსახეთ საკუთარ თავს ახალი მიზნები. შეეცადეთ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენოთ.
- არ გაჩერდეთ ერთ ადგილზე, განვითარდით პროფესიულად. დაიწყეთ ახალი ცოდნის მიღება, დაესწარით ტრენინგებს, დაეუფლეთ საინტერესო უნარებს.
- იფიქრეთ პოზიტიურად, განავითარეთ ოპტიმისტური თვისებები. დაიწყეთ და დაასრულეთ დღე მადლიერებით
განაგრძეთ კითხვა