"1-ლი ოქტომბერი ნამდვილად არ დამავიწყდება, ეს იყო შოკი... სამჯერ მოვისმინე, მაგრამ მაინც არ მჯეროდა" - სანდრა რულოვსი ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობაზე - Marao

"1-ლი ოქტომბერი ნამდვილად არ დამავიწყდება, ეს იყო შოკი... სამჯერ მოვისმინე, მაგრამ მაინც არ მჯეროდა" - სანდრა რულოვსი ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობაზე

2021-12-28 11:06:27+04:00


საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყოფილმა ცოლმა სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინელი დეპუტატის, ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან განმარტა, ეს ინფორმაცია მისთვის მოულოდნელი იყო.

„1-ლი ოქტომბერი ნამდვილად არ დამავიწყდება. ეს იყო შოკი. სამჯერ მოვისმინე ზედიზედ, მაგრამ მაინც არ მჯეროდა“, - ამბობს სანდრა. ვრცლად ამის შესახებ სანდრა რულოვსი ტელეკომპანია ფორმულას“ ეთერში გააკეთებს კომენტარს.