ინგა ბალანჩინი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ბოლო სერიებში გამოჩნდა. მას მაკოს როლის შესრულება უწევს - გოგონასი, რომელსაც მეგობრებმა ნარკოტიკი ისე მიაღებინეს, რომ თვითონ არც კი იცოდა. ის მძიმე მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში აღმოჩნდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.
მოკლედ, ინგა "ჩცდ"-ში საკმაოდ სკანდალურ ეპიზოდში გამოჩნდა და ახლა სწორედ ამ ამბის გარშემო ვითარდება სიუჟეტი. სოციალურ ქსელში ამ პერსონაჟის მიმართ კრიტიკული კომენტარები ნაკლებია. როგორც ჩანს, მაყურებელს მისი გმირი მოსწონს.
დავინტერესდით, რეალურად ვინ არის ინგა ბალანჩინი, როგორ მოხვდა სერიალში და რას ფიქრობს თავის პერსონაჟზე. ის ამაზე AMBEBI.GE-ს თავად ესაუბრება.
წარმოშობით ქუთაისიდანაა. როგორც ამბობს, რადგან დიდი მელიტონ ბალანჩივაძის შტოს წარმომადგენელია, შესაბამისად, ოჯახში მათთანაც ყველა მღერის. ინგა რომ მღერის, ამის დასტური 2017 წლის საბერძნეთის სიმღერის კონკურსი "ამომავალი ვარსკვლავია", რომელშიც მონაწილეობდა.
განაგრძეთ კითხვა