ქეთა თოფურია, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად აქვეყნებს სადღესასწაულო სამზადისის კადრებს. როგორც ჩანს, მის ოჯახში ახალი წელი ძალიან უყვართ და მისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ქეთას სახლის გაფორმებაში პროფესიონალი დიზაინერი დაეხმარა, თუმცა ნაძვის ხის აწყობაში მისმა უფროსმა შვილმა ოლივიამაც მიიღო მონაწილეობა.
ამჯერად ქეთა თოფურია სწორედ ოლივიასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. დედა-შვილმა საახალწლო ფოტოსესია მოაწყო და გულშემატკივრებისგან უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა.