საახალწლო სუფრა მრავალფეროვანია და ბევრი მაღალკალორიული კერძისგან შედგება. პირველი, რაც უნდა დაიმახსოვროთ, არის ის, რომ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოთ კვება. თუ იმავე დროს ივახშმებთ, როგორც სხვა დღეებში, ახალი წლის ღამეს ზედმეტი კალორიების მიღებისგან დაზღვეულნი იქნებით. ასევე, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ღამის ქეიფი, უამრავი ტკბილეულისა და დესერტის მიღება უმჯობესია მეორე დღის დილისთვის გადავდოთ. ბევრს ავიწყდება, რომ 1 იანვარს აუცილებელია საუზმე, სასურველია 11 საათამდე. ასევე, კარგი იქნება, თუ ტკბილეულს დღის პირველ ნახევარში მიიღებთ და კლორაჟსაც არ გადააჭარბებთ.
დიეტის დაცვით არ ღირს ახალ წელს ახალი ცხოვრების დაწყება. ძალიან ბევრი საკვების მიღება ორგანიზმითვის ტვირთია, ხოლო მკაცრი დიეტებით დამატებით სტრესს უქმნით. ამიტომ, ჯობს, საჭმლის მომნელებელ სისტემას გარკვეული დრო მისცეთ, რომ შეზღუდებისთვის შეემზადოს.
რა უნდა იყოს სადღესასწაულო სუფრაზე?
- სუფთა წყალი გაზის გარეშე - მაგრამ არა მინერალური წყალი ან შაქრიანი სასმელები. წყალი სხვა სასმელებთან შედარებით, უკეთ მოგიკლავს წყურვილს, ასევე სისავსის შეგრძნებასაც მოგანიჭებთ.
- ახალი, წვრილად დაჭრილი ბოსტნეული - გააუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და ნაკლებ ადგილს დატოვებს უფრო კალორიული კერძისთვის.
- მსუბუქი, დაბალკალორიული წასახემსებლები. უმჯობესია მათთვის სოუსებს თუ ცალ-ცალკე მიირთმევთ, რადგან ხშირად სოუსები ძალიან მაღალკალორიულია.
განაგრძეთ კითხვა