შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით.

ამჯერად შორენა ბეგაშვილი ულამაზეს წითელ კაბაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: „საოცარი წელი იყო და უფრო საოცარს ველოდები. გილოცავთ ახალ წელს“ - წერს ის. მისმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა: „ამ წელსაც შენ ხარ ყველაზე ლამაზი ქალი“, „ბედნიერ წელს გისურვებ“, „საოცარი შორენა“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
