2022 წლის პირველი თვე პოზიტიურ ცვლილებებს, სიახლეებს და სასიამოვნო შეხვედრებს გვპირდება. ახალმთვარეობას ველოდებით 2 იანვარს და უკვე სამიდან შეგიძლიათ ახალი იდეების განხორციელება დაიწყოთ. თუ რომელ სფეროს უნდა მიაქციოთ ყურადღება, ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს.
ვერძი
სადღესასწაულო დღეების შემდეგ თავით უნდა გადაეშვათ სამსახურის საქმეებში. პროფესიული საქმიანობა ბევრ დროს წაგართმევთ. დრო ანალიტიკურ საქმიანობასაც უნდა დაუთმოთ. მოგეცემათ ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობა. კარგ შედეგს მოგიტანთ კოლექტიური მუშაობაც და დამოუკიდებელიც. მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები. უნდა აირჩიოთ: ან პირადი ურთიერთობის გაუმჯობესება, ან პროფესიული წარმატებები. ხელი მოგემართებათ ახალ საქმეებში, წამოწყებებში. მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საკითხებს, კარიერულ იმიჯს. შეხვედრებისა და მოლაპარაკებების თვეა. დაიმეგობრეთ გავლენიანი ადამიანები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ მსხვილი საყიდლებისა და ფულის დაბანდებისგან. ცვლილებების დროა. შეიძლება დაფიქრდეთ, გჭირდებათ თუ არა ის ურთიერთობა, რომელიც ახლა გაქვთ. ან მისი შეცვლა გადაწყვიტოთ. რომანი შეიძლება გააბათ საქმიან პარტნიორთან ან იმ ადამიანთან, ვისზეც თქვენი წარმატება, წინსვლაა დამოკიდებული. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. იყავით ნაზი და მოსიყვარულე მის მიმართ. ეს აგარიდებთ უთანხმოებასა და კამათს საყვარელ ადამიანთან. მარტოხელები ახალგაცნობილებს პირველ პაემანზევე ნუ მოსთხოვთ ხანგრძლივი ურთიერთობის შექმნას. რაც უფრო მეტს იაქტიურებთ ფიზიკურად, მით მეტად ჯანმრთელი იქნებით. დაკავდით სპორტით. გადახედეთ ყოველდღიურ მენიუს. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, გამონახეთ დრო მკურნალობისთვის. თუ საშუალება გაქვთ, აუცილებლად ეწვიეთ მზიან ქვეყნებს.
კურო
მოიმატებს აქტიურობა, დაწყებული პროექტების გაუმჯობესების, დახვეწის სურვილი. გამონახეთ დრო შემოქმედებისთვისაც. დაგებადებათ ოროგინალური იდეები. მუშაობისას მეტად უნდა გამოავლინოთ კრეატიულობა. თუმცა, რეტროგრადული ვენერას პერიოდში მოერიდეთ ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას. კარიერული წინსვლის პარალელურად, ნუ დაივიწყებთ ახლობლებსაც. აკონტროლეთ გამონათქვამები. იანვარში არ გირჩევთ დაქორწინებას. დაფიქრდით, გსურთ პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესება თუ უკვე დაიღალეთ და წერტილი უნდა დაუსვათ არსებულ კავშირს. თუ ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება გადაწყვიტეთ, ნუ ეცდებით პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანას. გამორიცხული არაა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან. ნუ უგულებელყოფთ საყვარელი ადამიანის მოთხოვნებს, უსიამოვნებებს ვერ აიცილებთ. გადახედეთ თქვენს ურთიერთობებს და ეცადეთ, გამოასწოროთ. რამდენიმე დღე მაინც გამოყავით დასვენებისთვის. მოინახულეთ საყვარელი ადგილები. საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა კარგია. აი, ექსტრემალური სპორტისგან კი თავი უნდა შეიკავოთ. აგრეთვე, ფრთხილად გადაადგილებისას სრიალა ზედაპირზე. უარი თქვით ფასტფუდზე. ეგზოტიკურ პროდუქტებზეც უარი თქვით.
ტყუპი
თუ გასულ წელს დაიღალეთ, იანვარი დასვენებას, ძალების აღდგენას უნდა დაუთმოთ. შეიძლება უარი თქვათ მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობაზეც კი. არ გირჩევთ გარშემო მყოფებთან კამათს, კარგს არაფერს მოგიტანთ. უფრო მეტიც, შეიძლება ხალობლებმა თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ და კონფლიქტიც წარმოიშვას. მოუფრთხილდით ფინანსების ფლანგვას. ცვლილებები გსურთ. შეიძლება მოგინდეთ განმარტოება, სიმშვიდე, საყვარელმა ადამიანმა კი ხელი შეგიშალოთ. ზოგიერთი საერთოდ გადაწყვეტს არსებული კავშირის გაწყვეტას; ზოგიერთიც გადაწყვეტს უფრო გაასერიოზულოს რომანტიკული კავშირი. არ გირჩევთ იანვარში დაქორწინებას. არც ახალი ნაცნობობა მოგიტანთ სიამოვნებას. რომანები იქნება ხანმოკლე და დაგირღვევთ სულიერ სიმშვიდეს. ყველაფერში დაიცავით ბალანსი. თუ რამე შეგაწუხებთ, სიმპტომებს ნუ გაატარებთ. გაუფრთხილდით კუჭს. კარგი იქნება ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. სასურველია, უქმეებზე მაინც გაემგზავროთ ქალაქგარეთ და დატკბეთ სიმშვიდით, სუფთა ჰაერით.
კირჩხიბი
მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. გაფრთხილდით, რომ თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს. ამით გაუგებრობებსაც აიცილებთ და კულუარულ ომებსაც. არ გაამწვავოთ რთული საკითხები. დაკვირვებული იყავით დოკუმენტების გაფორმებისას. განსაკუთრებით, თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან გაქვთ შეხება; დიდხნიანი ხელშეკრულება უნდა გააფორმოთ მსხვილ კომპანიასთან. ფრთხილად და დაკვირვებულად იურიდიული საკითხების განხილვისას. თუ მსხვილი საყიდლებისგან თავს შეიკავებთ, ფინანსურ სტაბილურობას შეინარჩუნებთ. ფულის დაბანდება დაკვირვებას მოითხოვს. რჩევა მცოდნე ხალხს ჰკითხეთ. თვის მეორე ნახევარში ემოციებისა და ზედმეტი მგრძნობიარობის გამო ნუ გაირთულებთ ცხოვრებას. მარტოხელები თუ მოინდომებთ, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. იანვარი საუკეთესო თვეა რომანტიკული ცვლილებებისთვის. აი, დაქორწინებულებმა კი შეიძლება გაწყვიტოთ არსებული კავშირი. თუ ურთიერთობაში რაღაც არ გაკმაყოფილებთ - ტოტალური კონტროლი, ეჭვიანობა - პარტნიორთან ერთად უნდა განიხილოთ; ზოგ შემთხვევაში ფსიქოლოგის დახმარებითაც. ყოველთვის სხვა ვერ იქნება დამნაშავე. გადახედეთ საკუთარ ქმედებას, რომ გამოასწოროთ შეცდომები. ვნებიანი რომანის დაწყება გელით თვის ბოლოსკენ. თავად უნდა მოინდომოთ, რომ გაუმკლავდეთ მოწყენილობას, ცუდ განწყობას. მიმართეთ თვითანალიზს, ის ბევრ რამეში დაგეხმარებათ. უმჯობესია, გაუშვათ სიტუაცია, დაივიწყოთ წყენა. შეიცვალეთ ცხოვრების წესი: ჩაეწერეთ ფიტნესცენტრში, გადახედეთ კვების რაციონს, გადადგით პირველი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
ლომი
იანვარი - ღირებულებების გადაფასების თვეა. უნდა გადახედოთ საკუთარ შესაძლებლობებს. სამსახურის საქმეებს საოჯახო ვალდებულებებიც უნდა შეუთავსოთ. ამასთან, დასვენებაც უნდა მოახერხოთ, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ, ნერვები არ გაიფუჭოთ. მოგინდებათ იმიჯის შეცვლა, ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. იანვარში არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას. უმჯობესია არსებულები გააუმჯობესოთ. ფულის განსაკუთრებულ შემოდინებას ნუ ელოდებით. დაკვირვებით იმოქმედეთ, რომ ისიც არ დაკარგოთ, რაც გაქვთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. უმჯობესია, თანხა გადადოთ. შეიძლება ცოტა ხანში ფული უფრო მნიშვნელოვანი მიზნისთვის დაგჭირდეთ. რაც უფრო ემოციურად შეხვდებით მოვლენებს, მით ცუდია თქვენთვის. დაფიქრდით, გსურთ იმ ურთიერთობის გაგრძელება, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა?! უმჯობესია, ეს დრო ახლობლებთან ყოფნას დაუთმოთ. დაისვენეთ და აღიდგინეთ ენერგია. თუ არსებული კავშირის შენარჩუნება გსურთ, უქმეები მაინც გაატარეთ ერთად და რომანტიკულად. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. სასურველია, დაიწყოთ ვარჯიში, სირბილი ან სიარული მაინც, რომ არ მოიმატოთ წონაში. ყურადღებას საჭიროებს ქრონიკული დაავადებებიც. უამრავ გართულებას აირიდებთ, თუ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდებით.
ქალწული
საკუთარ თავზე მოგიწევთ მუშაობა, საკუთარი თავის სრულყოფილებაზე. თვითშეფასება უნდა აიმაღლოთ - პროფესიულიც და ფიზიკურიც. ჰობი იქნება საინტერესოც და შემოსავლიანიც. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. იყავით აქტიური, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან. მიეჩვიეთ იმ აზრს, რომ ბუნებაში იდეალური ადამიანები არ არსებობენ. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას აზარტულ თამაშებზე. თვის დასაწყისი დაწყვილებულებმა საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ. მოიმატებს სასიყვარულო ავანტიურა. მარტოხელების ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს საინტერესო ადამიანი, თავბრუდამხვევი რომანი კი შეიძლება სერიოზულ, ხანგრძლივ კავშირში გადაიზარდოს. მიაქციეთ ყურადღება ფიზიკურ ჯანმრთელობას. კარგია ვარჯიში, სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობა. დაისვენეთ ხოლმე, არ გადაიღალოთ ემოციურად.
სასწორი
აქტიურ მოქმედებებს არ გირჩევთ, განსაკუთრებით, იანვრის პირველ ნახევარში. თვის მეორე ნახევრიდან მეტი დრო დაუთმეთ უკვე დაწყებული პროექტების დასრულებას. წარმატებული თვე ელით შემოქმედ ნიშნებს. ორიგინალური იდეების განხორციელების დრო დაგიდგებათ. უნდა დაარეგულიროთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. უმჯობესია, აკონტროლოთ ემოციები. არ გირჩევთ ხელშეკრულებების გაფორმებას, ფულის დაბანდებას. ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი თებერვლისთვის გადადეთ. შეიძლება გამოჩნდნენ ძველი პარტნიორები, მათგან მიიღოთ საინტერესო შემოთავაზებები. ურთიერთოებისა და კონტაქტების აღდგენა იანვარში კარგია. იანვარში მეტი დრო უნდა გაატაროთ ოჯახში. დაოჯახებულებს კარგი შანსი გეძლევათ მეუღლესთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. შეყვარებულები მეტად გაასერიოზულებთ კავშირს. შეიძლება თანაცხოვრებაზეც დაფიქრდეთ. სანამ საყვარელ ადამიანს პრეტენზიებს წაუყენებთ, დაფიქრდით, ხომ არ გსურთ მასზე დომინირება. ახალი რომანის დასაწყებად არახელსაყრელი თვეა. თუმცა მოულოდნელი შეხვედრები გექნებათ. შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან და თქვენი გადასაწყვეტია, განაახლებთ თუ არა მასთან კავშირს. იმდენად იქნებით საოჯახო და ნათესაური კავშირების მოგვარებით დაკავებული, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დრო აღარ დაგრჩებათ. შეიძლება ახლობლების მოვლა მოგიწიოთ. გირჩევთ, მეტი იაროთ ფეხით, იაქტიუროთ საყოფაცხოვრებო თემების მოგვარებაში.
მორიელი
იანვარი ცვლილებებს მოგიტანთ - მოულოდნელსა და პოზიტიურს. ყურადღებით იყავით ინფორმაციებისადმი. ზოგ შემთხვევაში მომენტალურად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. უნდა იყოთ ყველა მოვლენის კურსში. იანვარში მოიმატებს შეხვედრები, ზარები, მიმოსვლა. მიმართეთ ხელმძღვანელობას დაწინაურების ან ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. დაასრულეთ დაწყებული პროექტები, ნუ დაიწყებთ ახლებს. ენერგიული ხართ და წარმატების მისაღწევად სხვათა დახმარება არ დაგჭირდებათ. იმატებს რომანტიკული მიმოწერა, შეხვედრები. ამასთან, მოსალოდნელია კონფლიქტები როგორც საყვარელ ადამიანთან, ისე ნათესავებთან. დაწყვილებულებს მშვიდი თვე გელით, თუ გაუგებრობებსა და ეჭვიანობას დაივიწყებთ. იანვრის ბოლოსკენ შეიძლება მოულოდნელად ახალი რომანი დაიწყოთ ადამიანთან, ვისაც ადრე იცნობდით ან მეგობრობდით მასთან. შეიძლება აღადგინოთ ძველი ურთიერთობა. დაწყვილებულებმა მეტი დრო უნდა დაუთმოთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას, შინ კომფორტის შექმნას. ოჯახის წევრებთან მცირე უსიამოვნებები ღიმილით და მშვიდად მოაგვარეთ, კონფლიქტში ნუ გადაზრდით, სტრესის მეტს ვერაფერს მიიღებთ. ენერგიული და აქტიური ხართ, კარგ ფიზიკურ ფორმაში. ყოველი დილა ვარჯიშით დაიწყეთ. ჩაეწერეთ სპორტდარბაზში. კარგი იქნება სუფთა ჰაერზე სეირნობა. მეტი ფულის გამომუშავება რომ გსურთ, ეს კარგია, მაგრამ ზედმეტი მუშაობით ჯანმრთელობას ნუ დაიზიანებთ. გაიუმჯობესეთ დასვენების რეჟიმი. შეძლებისდაგვარად უქმეები ქალაქგარეთ, მშვიდ გარემოში გაატარეთ და გამოიძინეთ.
მშვილდოსანი
რამდენსაც იმუშავებთ, იმდენად დაფასდებით და იმდენ მატერიალურ სარგებელს მიიღებთ. ამასთან, არ გირჩევთ ფულის ფლანგვას. მოგინდებათ უძრავი ქონების შეძენა, მაგრამ უფრთხილდით აფერისტ ადამიანებს. იანვარი საუკეთესო თვეა კრედიტების დასაფარავად. მაგრამ ახალ ვალებს ნუ აიღებთ. შუა თვიდან მოერიდეთ კონფლიქტებს, ურთიერთობის გაფუჭებას გარშემო მყოფებთან. არ ჩაერთოთ სამსახურებრივ ინტრიგებში. შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, ვისთანაც ადრე რაღაც საქმე გაკავშირებდათ. ურთიერთობების გაუმჯობესების, გამყარების თვეა. მეტი ენერგია და რესურსი უნდა ჩადოთ სასიყვარულო სფეროს გასაუმჯობესებლად. დაარეგულირეთ კავშირი ნათესავებთანაც. მათ თქვენი ყურადღება და მზრუნველობა არ მოაკლოთ. მოინახულეთ ადგილები, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად დრო რომანტიკულად გაქვთ გატარებული. მარტოხელები ახალ რომანზე დიდი იმედს ნუ დაამყარებთ. აი, ყოფილთან განაახლებთ თუ არა კავშირს, თქვენი გადასაწყვეტია. ენერგიული და აქტიური ხართ. ყველაფერი გამოგივათ და ყველაფერს მიაღწევთ, თუ მოინდომებთ. იანვარი საუკეთესო თვეა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. არ გადაღალოთ ორგანიზმი, გაფრთხილდით ტრავმებისგან. აი, ფეხით სეირნობა სუფთა ჰაერზე კარგია. მოუფრხილდით გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
თხის რქა
დაკვირვებული იყავით ყველა იმ თემის მიმართ, რამაც შეიძლება წარმატება, მატერიალური კეთილდღეობა მოგიტანოთ. მოიმატებს ამბიციურობა და იქნებით მომართული საკუთარი თავის, ნიჭის მეტად გამოვლენაზე. ერთდროულად რამდენიმე პროექტზე ნუ დახარჯავთ ენერგიას, უმჯობესია, ერთზე იყოთ კონცენტრირებული. მოთოკეთ ამბიციები და კოლექტივთან ერთად შეხმატკბილებულად დაიწყეთ მუშაობა. შანსი გაქვთ დაწინაურების, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების. მიაქციეთ ყურადღება გარეგნობას, შინაგან სამყაროს. შეიცვალეთ იმიჯი, სტილი, ფიზიკური მდგომარეობა. ნებისმიერი ქმედება თვითშეფასებას აგიმაღლებთ და პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. უკვე არსებული მდგომარეობა მეტად უნდა დაათბოთ და დაატკბოთ. გამორიცხული არაა, აღადგინოთ ის ურთიერთობა, რომელიც უკვე დასრულებული გეგონათ. მარტოხელებს ფლირტი და სასიყვარულო თავგადასავალი უკვე იანვარში გელით, მაგრამ სერიოზული არც ერთი არ იქნება. დეკემბერში დაბადებული თხის რქები ახალი ენერგიით აივსებით, აი, იანვრისები კი ჯერჯერობით ვერ გრძნობთ თავს ლაღად. ამიტომ, მეტად უნდა დაისვენოთ, გამოიძინოთ. ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს, თუნდაც, ერთი საათით მეტი გაატარეთ საწოლში. მოერიდეთ რთული, საპასუხისმგებლო საქმეების შესრულებას. არ გირჩევთ მკაცრი დიეტის დაცვას. კარგი იქნება სუფთა ჰაერზე სეირნობა. აი, აქტიურ დასვენებას კი არ გირჩევთ, ტრავმულობა მომატებულია. შეეხმიანეთ სპეციალისტს, რათა თავიდან აირიდოთ ქრონიკული დაავადებების გართულება.
მერწყული
ცვლილებების - პოზიტიურიც და ნეგატიურიც - თვეა. იყავით აქტიური ცხოვრებისეული პირობების გასაუმჯობესებლად, მწვერვალების დასაპყრობად. იყავით მომართული კონკრეტულ მიზანზე. იმოძრავეთ პატარა, მაგრამ თავდაჯერებული ნაბიჯებით. აკურატულები გადით კოლეგების მიმართ. თქვენი სიტყვები შეიძლება არასწორად გაიგონ. მოერიდეთ ინტრიგებს. არ გირჩევთ ნოსტალგიაზე დროის ხარჯვას. შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის წინ დაკარგეთ. პირველ რიგში, საკუთარ თავზე იზრუნეთ. გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში. ნუ ელოდებით სხვების შეცვლას, თავად შეიცვალეთ და პირველ რიგში, შინაგანად. იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთან. სამწუხაროდ, ახალი რომანები არ იქნება საიმედო. არ გირჩევთ არსებული კავშირის აფიშირებას, სხვების სალაპარაკო რომ არ გახდეთ. ნუ ჩაიდენთ იმ საქციელს, რის გამოც მომავალში ინანებთ. არ გადავარდეთ დეპრესიაში, გაუფრთხილდით ნერვებს. შეგაწუხებთ ქრონიკული დაღლილობა. აიმაღლეთ იმუნიტეტი. შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა. მეტად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
თევზები
აქტიური შეხვედრების თვეა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება იმ ადამიანებთან, რომლებთანაც მომავალში აპირებთ საქმიანობას. გამოგიჩნდებათ სპონსორი, რომელიც იდეების რეალიზებაში დაგეხმარებათ. დაისახეთ კონკრეტული მიზანი და ნუ მოცდებით არაფრისმომცემ პროექტებზე. კოლექტივში შეიძლება ლიდერის პოზიცია დაიკავოთ, კოლეგების დაფასება დაიმსახუროთ, ზოგიერთს კი დაწინაურება გელით. იანვარში ახალი იდეების რეალიზებას შეძლებთ. ამასთან, მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს. ეცადეთ, გააუმჯობესოთ მასთან დამოკიდებულება. გამორიცხული არაა, რომ კარიერული მწვერვალების დაპყრობისას სრულიად მიივიწყოთ ოჯახი. საღამოები შინ გაატარეთ, მოუსმინეთ თქვენს მეორე ნახევარს. ეცადეთ, გულახდილად ესაუბროთ. რაღაცის ართქმამ ან დამალვამ შეიძლება დაგაზიანოთ. მარტოხელებს იანვარში ახალგაცნობილებთან დაკავშირებით დიდი იმედი ნუ გექნებათ. უმჯობესია, ძველი კავშირები აღადგინოთ. სხვათა შორის, ძველი კავშირების აღდგენა გელით საქმიან სფეროშიც. ენერგიული ხართ და კარიერაში წარმატების მიღწევა არ გაგიჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილობას ვერ იგრძნობთ, ზედმეტ გადაღლილობასაც არ გირჩევთ. ზოგჯერ საკუთარ თავს სიზარმაცის უფლებაც უნდა მისცეთ. დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. კარგი იქნება, თუ ივარჯიშებთ, გაიუმჯობესეთ ფიზიკური ფორმა. ამასთან, მოერიდეთ მკაცრი დიეტის დაცვას. ფიზიკური ჯანმრთელობა კარგი გაქვთ, უნდა მოუფრთხილდეთ ნერვებს.