2022 წელს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ექნება თავისი განსაკუთრებული დღე, როცა აბსოლუტურად ყველაფერს შეძლებს. მოგიყვებით, რომელ დღეებში უნდა ეძებოთ სიყვარული, აღმოაჩინოთ ახალი ნიჭი საკუთარ თავში ან დაიწყოთ ცხოვრება ნულიდან.
ვერძი
ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 18 აგვისტო
იღბლიანი პლანეტა იუპიტერი, 10 მაისიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, ვერძის ზოდიაქოში გადადის. ეს არის გარდამავალი პერიოდი, რომელიც მხოლოდ 12 წელიწადში ერთხელ ხდება. ამიტომ ამ დროს ჰორიზონტების გაფართოებასა და ახალ შესაძლებლობებზე ფიქრი ღირს. ამ პერიოდის ერთ-ერთი მწვერვალი 18 აგვისტოა, როდესაც იუპიტერი ვენერასთან ჰარმონიულ ტრიგონს ქმნის. რომანტიკის, ვნებისა და შემოქმედების სფერო განსაკუთრებით დაწინაურებული იქნება. ამიტომ კარგი დროა სიყვარულისა და რომანტიკული შეხვედრისთვის.
კურო
ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 13 მაისი
კურო წელს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციისთვის უნდა მოემზადოს. ჩრდილოეთის კვანძი 18 იანვარს გადავა ამ ნიშანში - ესაა მოვლენა, რომელიც თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში აღარ განმეორდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადი საკუთარი თავის ძიებისა და ახალი უნარების აღმოჩენისთვის შესანიშნავი პერიოდი იქნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 13 მაისი, როდესაც თქვენს ნიშანში მზე ჩრდილოეთ კვანძს დაემთხვევა.
ტყუპები
ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 30 მაისი
2022 წელს ტყუპებს ეძლევათ შანსი, სრულად აითვისონ საკუთარი თავის ახალი ვერსია. 30 მაისი არის ახალი მთვარე და ის მოგიტანთ წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შესაძლებლობას თქვენი ჭეშმარიტი სურვილების გასაგებად და ოცნებების რეალობად გადასაქცევად. მთვარე აკავშირებს იუპიტერსა და მარსს, მოაქვს იღბალი და მოტივაცია პირადი მიზნების მისაღწევად.
კირჩხიბი
ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 17 ივლისი
17 ივლისს კირჩხიბში მზე და მერკური ერთიანდებიან და ერთად ნეპტუნის ბედნიერ ტრიპს ქმნიან, რაც ამ დღეს შესანიშნავ დროდ აქცევს სულიერი თვითშემეცნების, შემოქმედებითი პროექტებისთვის და წარმატებისთვის. ეს ასევე შესანიშნავი დღეა კარიერული წინსვლისა და სანაცნობო წრის გაფართოებისთვის. გარდა ამისა, ამ დღეს ვენერაც შემოვა კირჩხიბში, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სილამაზის, სიყვარულისა და ფუფუნების თვეს დაიწყებს.
ლომი
ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 31 ივლისი
ზაფხულის თვეები ლომისთვის შესანიშნავი დროა, მაგრამ 31 ივლისს მას კიდევ უფრო მეტი ვნება და კრეატიულობა ელის. იუპიტერი სიხარულისა და რომანტიკის მეხუთე სახლს გაანათებს. ამ დღეს ლომის მმართველი პლანეტა - მზე იუპიტერთან ხელსაყრელ ტრინას აყალიბებს. დროა მიჰყვეთ თქვენს გულს, გაითვალისწინოთ ის, რაც შთაგაგონებთ და შეიყვაროთ საკუთარი თავი. ეს ასევე განსაკუთრებით კარგი დროა, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოთ.
განაგრძეთ კითხვა