ქეთა თოფურია აქტიურად აქვეყნებდა სადღესასწაულო სამზადისის კადრებს. როგორც ჩანს, მის ოჯახში ახალი წელი ძალიან უყვართ და განსაკუთრებულადაც ემზადებიან. ქეთას სახლის გაფორმებაში პროფესიონალი დიზაინერი დაეხმარა, თუმცა ნაძვის ხის აწყობაში მისმა უფროსმა შვილმა ოლივიამაც მიიღო მონაწილეობა.
ამჯერად კი ქეთა თოფურია ქმართან, ლევ დენგოვთან ერთად დუბაიში ისვენებს და ულამაზეს კადრებს აქვეყნებს. წყვილმა საახალწლო არდადეგების გატარება ზღვის სანაპიროზე გადაწყვიტა, მათ საერთო ფოტოებს კი სოციალურ ქსელში უამრავი კომენტარი და დადებითი შეფასება მოჰყვა.