მსახიობ ლაშა გურგენიძეს ტელეეკრანებიდან, სოციალური ქსელიდან თუ თეატრის სცენიდან უკვე ბევრი იცნობს. ის საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება და მაყურებლებს იუმორისტული სკეტჩებითაც ხშირად ამხიარულებს. ბოლო დროს კი ხშირად ისმის კითხვები მისი მეუღლის, თაკუნა მჭედლიშვილის შესახებ. თაკუნა მჭედლიშვილი პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერია და, მსგავსად მეუღლისა, ხელოვნების სფეროსთან მჭიდრო კავშირი აქვს. ისინი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ საერთო კადრებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ.
ლაშა გურგენიძე და თაკო მჭედლიშვილი 6 წელია, ერთად არიან. თუმცა ლაშამ ოფიციალურად სწორედ დღეს სთხოვა ცოლობა თაკოს, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალში, პირდაპირ ეთერში.
- ცამდე მიყვარხარ! თანახმა ხარ, ცხოვრების ბოლომდე გამიძლო? - ჰკითხა ლაშამ თაკოს და სასურველი თანხმობაც, რასაკვირველია, მიიღო. წყვილს ოფიციალური ქორწილიც წინ აქვს.