ზეითუნის ზეთი არა მხოლოდ წარმატებით შეიძლება მიირთვათ, არამედ გამოიყენოთ, როგორც კოსმეტიკური საშუალება - სწორედ ამ შესაძლებლობის გამო აღმერთებენ სოფი ლორენს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ გამოიყენოს ზეითუნის ზეთი თმისა და კანის შესანიშნავი ფორმის შესანარჩუნებლად.
ზეითუნის ზეთი ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას, კვებავს და ატენიანებს მას. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, როგორებიცაა A, E, B, D, K - მათი ეფექტი მართლაც გასაოცარია. ზეითუნის ზეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშრალი და დაბერებული კანისთვის, ხელს უწყობს კანის უჯრედების რეგენერაციას და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.
კანისთვის
ზეითუნის ზეთის ბაზაზე შექმნილი კიტრის ლოსიონი შესანიშნავი გამწმენდი თვისებებით გამოირჩევა. ეს საშუალება გამოდგება მშრალი კანისთვის.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
4 სუფრის კოვზი კიტრის წვენი
1/ 2 ჩაის კოვზი საცხობი სოდა
1 ჩაის კოვზი ვარდის წყალი (შეგიძლიათ შეიძინოთ ან გააკეთოთ თქვენით)
ყველა კომპონენტი კარგად უნდა შეურიოთ. მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე, გაიჩერეთ ერთი წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კიტრის წვენი სწრაფად ფუჭდება, ამიტომ პროდუქტის შენახვა შეგიძლიათ არაუმეტეს 3 დღისა.
ცხიმიანი კანისთვის კი უფრო სასარგებლო იქნება, თუ კიტრის წვენის ნაცვლად, ლიმონის წვენს გამოიყენებთ, ხოლო სოდის ნაცვლად - მარილს. დაამზადეთ იმავე პროპორციით, რაც აღნიშნულია.
განაგრძეთ კითხვა