ერეკლე კოდუა, რომელიც მედიისთვის განსაკუთრებით საინტერესო ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანთან ქორწინების შემდეგ გახდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოდან წავიდა. ის უნგრეთში ცხოვრობს, სადაც მომავალი მეუღლე, კატალინა დიდა გაიცნო. კატალინა (კატიკა) დიდა უკრაინული წარმოშობისაა და კოდუას ევროპაში ჩასვლის შემდეგ მის ცხოვრებაში მალევე გამოჩნდა. წყვილი ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებს და, როგორც ჩანს, ქართველ ნათესავებსაც ხშირად მასპინძლობს.

ამჯერად კატალინა დიდა ერეკლე კოდუასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ზამთრის კურორტიდან აქვეყნებს. წყვილი, როგორც ყოველთვის, უამრავ დადებით შეფასებას იმსახურებს.
