კიმ კარდაშიანმა წარმოადგინა ფლორისტთან თანამშრომლობით შექმნილი სუნამო. ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა პიტ დევიდსონთან ერთად შვებულებიდან და მაშინვე შეუდგა ახალ პროდუქტზე მუშაობას. დღეს ვარსკვლავმა წარმოადგინა თავისი ახალი სუნამო KKW FRAGRANCE, რომელიც შეიქმნა ფლორისტთან და კრეატიულ დირექტორთან, ჯეფ ლიტჰემთან თანამშრომლობით.

პარფიუმერული სიახლის გარდა, კიმმა თაყვანისმცემლებს კადრები ახალი ფოტოსესიიდანაც გაუზიარა. სარეკლამო კამპანიისთვის 41 წლის ვარსკვლავმა სექსუალური, გამჭვირვალე კაბები მოსინჯა.


კიმ კარდაშიანმა ახალი სურნელი ვალენტინობის დღისთვის გამოუშვა და ის 26 იანვრიდან გაიყიდება.