ეს პროდუქტი დიდი ხანია განიხილება გულისა და ტვინის, თმისა და ფრჩხილებისთვის სასარგებლო ელემენტების წყაროდ, ასევე - დიეტებში შეუცვლელ კომპონენტად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალებისთვის მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრება არის ის, რისკენაც ბევრი ისწრაფვის და თუ ის გარკვეულ ცხოვრების წესს მოიცავს, უმჯობესია, რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ მისი დაცვა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ერთი ჯანსაღი ჩვევა აუცილებლად ყველა ქალმა უნდა შეიძინოს. ეს ეხება გარკვეული კატეგორიის პროდუქციის რეგულარულ მოხმარებას.
ცნობილია, რომ კაკალი და მზესუმზირა დაკავშირებულია მეორე ტიპის დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დაბალ რისკთან. ეს არის თეორიის კიდევ ერთი განმტკიცება, რომ კაკლის ჭამა შეიძლება დაგეხმაროთ სიცოცხლის სიჯანსაღისა და ხანგრძლივობის გაზრდაში.
ზოგადად, თხილეული ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მათგან განსაკუთრებით გამორჩეულია ნიგოზი. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნიგოზი ეხმარება ქალებს, რომლებსაც ძუძუს კიბო აქვთ. მარშალის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 50 გრამი ნიგოზის მიღება, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, ანელებს მკერდის კიბოს განვითარებას ან ამცირებს ამ დაავადების რისკს. ნიგოზის მოხმარება შეიძლება სასარგებლო იყოს ადამიანებში სარძევე ჯირკვლის კიბოს გაჩენის ან რეციდივის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
იხილეთ სრულად