ანი გუდავაძეს დისგან, ნანუკა გუდავაძისგან განსხვავებით, "ინსტაგრამზე" არც ისე ბევრი გამომწერი ჰყავს, თუმცა ის სოციალურ ქსელში მაინც აქტიურია და პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ხშირად აზიარებს.
ანი გუდავაძე ნანუკაზე ადრე გათხოვდა და დის ქორწილს ორსული ესწრებოდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია. წყვილს ერთი ვაჟი, გიორგი ჰყავს და მეორე შვილის მოლოდინშია. ამ სიახლის შესახებ ანიმ სოციალურ ქსელში დაწერა და ულამაზესი კადრები ზღვის სანაპიროდან გამოაქვეყნა. „მიყვარს ეს გოგო, ის მუდამ გამოირჩეოდა სილამაზით, სიკეთით და უზომო თავმდაბლობით. არასოდეს აპელირებდა თავის სტატუსს და ყველასთან მეგობრული იყო! ამიტომ იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში“, „სულ ხომ თვალისმომჭრელი იყავი, ახლა ერთი 1000-ად!“, „სასწაულ ფორმაში ხარ“ - წერენ "ინსტაგრამზე".
