„ის წავიდა, მე დავრჩი, გული მიცახცახებდა... 1 წლის მერე თბილისში ყველაზე მოდური და სიმპათიური ბიჭის, თეკუჩა ქარსელაძის ცოლი გავხდი... მერე? მერე იყო ბევრი კარგიც და ცუდიც...“ - ხათუნა ჟორდანია პირველი ქმრის შესახებ - Marao

„ის წავიდა, მე დავრჩი, გული მიცახცახებდა... 1 წლის მერე თბილისში ყველაზე მოდური და სიმპათიური ბიჭის, თეკუჩა ქარსელაძის ცოლი გავხდი... მერე? მერე იყო ბევრი კარგიც და ცუდიც...“ - ხათუნა ჟორდანია პირველი ქმრის შესახებ

2022-02-28 16:03:36+04:00


ნინი ქარსელაძე გარდაცვლილი მამის, თეკუჩა ქარსელაძის შესახებ წერს და მას დაბადების დღეს ულოცავს: „მამა, დაბადების დღეს გილოცავ. ვიცი, სადაც ხარ, ბევრად დიდი ბედნიერება, სიკეთე და სიყვარულია. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, იმ კაცური ცხოვრებისთვის, რომელიც ყოველ წერტილში ახლაც ისე მხვდება, მგონია, ცოცხალი ხარ. მიყვარხარ და შეხვედრამდე“ - წერს ნინი.

ნინი ქარსელაძემ საკუთარ "ინსტაგრამზე" დედის, ხათუნა ჟორდანიას ძველი წერილიც გააზიარა: „20 წლის ვიყავი, როცა წითელზე, შუქნიშანთან, მანქანა გავაჩერე და გვერდზე რაღაც მანქანა გაჩერდა. გავიხედე იმიტომ, რომ ბიჭი მიყურებდა. როცა მწვანე აინთო, ის წავიდა, მე კი დავრჩი კიდევ ნახევარი საათით, მანქანა ვეღარ დავძარი, გული მიცახცახებდა...

მალევე გავიცანი და, დაახლოებით, 1 წლის მერე თბილისში ყველაზე მოდური და სიმპათიური ბიჭის, თეკუჩა ქარსელაძის ცოლი გავხდი. მერე? მერე იყო ბევრი კარგიც და ცუდიც. ყველაზე დიდი ბედნიერება ნინია, რომელიც მისი ასლია. თვითონ ყოველთვის ეამაყებოდა, რომ ასეთი შვილი ჰყავდა. სულ ამბობდა, ზუსტად მე ვარ ახალგაზრდობაშიო“ - წერს ხათუნა ჟორდანია.