ტანსაცმელზე მოხვედრილ ყველა შესაძლო ლაქას შორის ყველაზე უსიამოვნო ცხიმის ლაქებია, რადგან მათი მოშორება არც ისე მარტივია.
სინამდვილეში, ცხიმების და ზეთების უმეტესობა ნახევრად მყარი ან მყარია ოთახის ტემპერატურაზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი მოშორება თბილ ან ცხელ წყალს მოითხოვს. თუმცა სინთეტიკური ნაჭრების შემთხვევაში ლაქების მოშორება შედარებით რთულია.
ტანსაცმლიდან ზეთის ლაქების მოცილება ნამდვილად არ არის შეუძლებელი, თუმცა უკეთესია მისი მოშორება მაშინვე დაიწყოთ, როგორც კი ლაქას შენიშნავთ, რადგან როგორც კი ის გაშრება, მოშორება კიდევ უფრო მეტად გაგირთულდებათ.
თავისთავად, თუ რაღაცის გარეცხვის დრო ან საშუალება არ გაქვთ, მაგალითად, ქურთუკის, რომლის გაშრობასაც დიდი დრო სჭირდება, ან წყალი ლაქებს ვერ აშორებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდა. ამისათვის საჭიროა მოაშოროთ სველი ზეთი ქაღალდის ხელსახოცით ან ქსოვილით, დაზიანებულ ქსოვილს დააყაროთ სოდა და დატოვოთ 24 საათის განმავლობაში. ერთი დღის შემდეგ დაასხით დაზიანებულ ადგილას წყლისა და ძმრის ნარევი, გახეხეთ საპნით და ჩამორეცხეთ. თუ ლაქა ისევ ადგილზე დარჩა, გაიმეორეთ პროცედურა.
თხევადი ჭურჭლის სარეცხი საშუალებები თქვენს ტანსაცმელსაც ისევე მარტივად მოაშორებს ცხიმს, როგორც ჭურჭელს. ამისათვის საჭიროა რამდენიმე წვეთი ლაქაზე დაასხათ და დაასველოთ, ფრთხილად გაწმინდოთ თითით ან სუფთა ნაჭრებით და გააჩეროთ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. ხუთი წუთის შემდეგ ჩამორეცხეთ თბილი წყლით და გარეცხეთ ჩვეულებისამებრ ხელით ან სარეცხის მანქანაში.
გარეცხვისა და გაშრობის შემდეგ ლაქების მოშორება ბევრად რთულია, რადგან საშრობი ახმობს ლაქებს ნაჭერზე და მათი მოშორება ერთი შეხედვით შეუძლებელიც კია. ამიტომ, ეცადეთ ლაქა მანამ მოაშოროთ, სანამ თქვენი ტანსაცმელი სარეცხის მანქანაში მოხვდება.
არ შეეხოთ ლაქას და არ სცადოთ მისი ხელსახოცით ან მშრალი ნაჭრით მოშორება. ასე მას უფრო გაავრცელებთ და საბოლოოდ თქვენი ტანსაცმლის მთლიანად გადაყრა მოგიწევთ.
ელენე ასათიანი