„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რისი გადატანა მოგვიწევს მომავალში... ეს კიევია და ჩემი შვილების ფოტო სარდაფში“ - რატომ გახდა უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო კრიტიკის ობიექტი - Marao

„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რისი გადატანა მოგვიწევს მომავალში... ეს კიევია და ჩემი შვილების ფოტო სარდაფში“ - რატომ გახდა უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო კრიტიკის ობიექტი

2022-03-04 11:29:06+04:00


მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბონდარენკომ, როგორც რუსეთში მოღვაწე ვარსკვლავების ნაწილმა, სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, თუმცა კომენტარების ფუნქცია გაუთიშა. მისი პოსტი საკმაოდ ორაზროვანია, რამაც უკრაინელების გაღიზიანება გამოიწვია.

„სულ უფრო რთული ხდება ინფორმაციულ ნაკადში ორიენტირება... რაც მე მინდა, ესაა, რომ ომი მალე დამთავრდეს. მე პოლიტიკოსი არ ვარ და არ ვფლობ საკმარის ინფორმაციას. რაც მე მინდა, ესაა მშვიდობა ყველა ჩვენგანისთვის. ისეთი მოვლენები ხდება, სადაც ჩვენ უძლურები ვართ, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩვენზე ბევრია დამოკიდებული და ამ პროპორციებს ყველა ინდივიდუალურად ადგენს.

ჩანს, რომ შექმნილი სიტუაცია და დრო არ გვიშვებს თავისი კლანჭებიდან და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რისი გადატანა მოგვიწევს მომავალში... ათასწლეულებია, რაც ერთმანეთის მიმართ ადამიანობამ მოგვიყვანა და იმედი მაქვს, ჩვენ ეს თვისება ჯერ არ დაგვიკარგავს.

პ.ს. წამქეზებელი ძალიან ბევრია, ისევე, როგორც ბრალმდებელი! ნუ გავიწყდებათ, ყველა თავად აკეთებს არჩევანს. მე ჩემი გავაკეთე და 2016 წლიდან არ განვიხილავ ამ თემას არანაირად. ყველაფერი ღვთის ნებაა. ნუ წამოეგებით ინფორმაციულ პროვოკაციებს.“

უკრაინელი ელენა გერმანენკო წერს: „მარია ანიკანოვა, დიმიტრი ფჩელა, სტანისლავ ბონდარენკო, ევგენი ბარანოვი, ნასტასია სამბურსკაია, იულია მაიბოროდა, ოქსანა მატროსოვა, მოგმართავთ ჩემს ნაცნობებს რუსეთიდან, რატომ ჩუმდებით? მხარს უჭერთ ომს? ან გჯერათ, რომ თქვენი ჯარები ჩვენ გადასარჩენად მოვიდნენ და ჩვენ გვიხარია? - ჩვენ არ ვართ ბედნიერები! ჩვენ ავირჩიეთ ძალა და ეს არ არის თქვენი გადასაწყვეტი...

P.S.: და ყველაფერი იმის შესახებ, რომ დასახლებულ ობიექტებს არ ეხებით, ტყუილია. ეს კიევია და ჩემი შვილების ფოტო სარდაფში“.

იხილეთ სრულად