მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, ალა პუგაჩოვამ და მისმა მეუღლემ, მაქსიმ გალინმა ქვეყანა დატოვეს, რასაც საზოგადოებსი მხრიდან მითქმა-მოთქმა მოჰყვა. რუსეთიდან წასვლის მიზეზად წყვილის პოზიცია დასახელდა - ისინი გმობენ რუსეთის ქმედებებს. მოგვიანებით გავრცელდა ინფრომაცია, რომ ალა პუგაჩოვა რუსეთში საკუთარ ვილას ყიდის.
მედიაში წერდნენ, რომ ალა და მაქსიმი შვილებთან ერთად აშშ-ში გაემგზავრნენ, ამნბობდნენ იმასაც, რომ ისინი ბრიტანეთში იმყოფებოდნენ, ბოლო ინფრომაციით კი ოჯახი ისარელში, ქალაქ კესარიაში არიან, რასაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოც ადასტურებს: „ალა პუგაჩოვა და მისი ოჯახი ისრაელში სეირნობისას“.
