ცოტა ხნის წინ ცნობილმა რუსმა მსახიობმა ვლადიმერ მაშკოვმა რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებას მხარი დაუჭირა, რის გამოც მას საკუთარი ქალიშვილი დაუპირისპირდა.
მარია მაშკოვა ვლადიმერის ერთადერთი შვილია. ის ამერიკაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ამბობს, რომ შოკირებულია მამის პოზიციით, რადგან ის, ფაქტობრივად, უკრაინელი ხალხის მკვლელობას უჭერს მხარს.
„რაც ახლა ხდება, უბრალოდ წარმოუდგენელია. და ის ფაქტი, რომ ამდენ რუსს, მათ შორის, მამაჩემს, სჯერა, რომ ეს ძალადობა რატომღაც გამართლებულია, გულს მტკენს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ვერ შეედრება იმას, რასაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის, როცა იქ ხალხი იღუპება.“ - ამბობს მარია.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშკოვმა შვილს რუსეთში საცხოვრებლად დაბრუნება შესთავაზა, თუმცა მარიასგან უარი მიიღო.
„რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია...“ - რატომ აუქმებს თამარ გვერდწითელი რუსეთში დაგეგმილ კონცერტებს?
„გული მტკივა... ვლოცულობ და ჩემს სიყვარულს ვუგზავნი უკრაინელებს“ - რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა უკრაინისთვის შემოწირულობას აგროვებს