უილიამი და ქეითი, კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია შეხვდნენ ანტიკოლონიალურ მომიტინგეებს მათი ორ დღიანი იამაიკის ტურის განმავლობაში. როგორც აღმოჩნდა, მეგან მარკლის ბრალდებებმა, სამეფო ოჯახის მისამართით, ხელი შეუწყო მტრობას სამეფო ოჯახსა და იამაიკელებს შორის.
ამ საკითხზე ჟურნალისტი დენ ვუტონი აქტიურად მუშაობს და ამბობს, რომ ქეითისა და უილიამის ტური სულ უფრო და უფრო იჩრდილება კამათითა და ადგილობრივების მოწოდებებით, დედოფლის წინააღმდეგ.
ჟურნალისტი ფიქრობს, რომ მეგან მარკლის ინტერვიუ ოპრა უინფრის შოუში ტყუილი იყო და მონარქია რასისტული ინსტიტუტი არ არის, მსგავსი განცხადებები კი ახდენს იამაიკელების პროვოცირებას, რომ განეწყონ დედოფლის წინააღმდეგ.
მისივე თქმით, ჰარი და მეგანი თანამეგობრობის ქვეყნებთან ბრიტანეთის კეთილგანწყობის განადგურების მიზეზები გახდებიან.
ვუტონი ფიქრობს, რომ მსგავსი ფარსი იდეოლოგიის მატარებელი კამპანიის მონაწილეები იყენებენ ქეითისა და უილის მოგზაურობას და მედიის ყურადღებას, როგორც მონარქიისთვის „მაქსიმალური ზიანის მიყენების“ გზას.
უოტონი აცხადებს, რომ მონარქია მეგან მარკლის „ნიანგის ცრემლებს“ შეეწირება.
იამაიკელებს ძალიან აწუხებთ ამ ოჯახში აფროამერიკელი ქალისადმი მოპყრობა. მათი აზრით, უილიამმა უნდა ისაუბროს ამაზე, როცა იამაიკაში იმყოფება უნდა მოიხადოს ბოდიში, შავკანიანი ქალის წინაშე, რომელსაც ქმართან ერთად სასახლიდან გაქცევა მოუწია.
მეგან მარკლის კომენტარებმა სამეფო ოჯახის სავარაუდო რასისტული გამონათქვამების გამო, მონარქიის დასრულების შესახებ არაერთი ჭორი გამოიწვია.
ქეითი და უილიამი „ქარიშხალში მოხვდნენ“, ამბობს დენ ვუტონი.
„ქეითს არ შეუძლია დასაძინებლად დედოფალზე ადრე წავიდეს, გადაიღოს "სელფი“... - ნახეთ, რისი უფლება არ აქვს ქეით მიდლტონს
რატომ აპირებს პრინცი ჰარი მეგან მარკლისა და შვილების დატოვებას? - რას წერენ უცხოური გამოცემები სამეფო ოჯახის შესახებ
„ჰარიმ ხალისი და ქარიზმა დაკარგა“ - როგორ შეცვალა მეგან მარკლიმ პრინცი ჰარი ქორწინებიდან სამ წელში