ტელეწამყვანი მაია ასათიანი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელსაც გამომწერები მაიას ფოტოებზე წერდნენ. საზოგადოება მაიას ხშირად საყვედურობს შეღებილი თმის, მოღიმარი ფოტოების და ფერადი ტანსაცმლის გამო. ამჯერად მან პოსტი გამოაქვეყნა, სადაც შვილის დაკარგვის სირთულეებსა და ცხოვრების გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თუ ეს ვინმეს დააწყნარებს - სუიციდის მცდელობა მქონდა და გადამარჩინეს. ვცხოვრობ მარტო, ორ ძაღლთან ერთად; მაქვს კრედიტი, ვარ უმუშევარი, საქმეს, რომელსაც 15 წლიდან ვემსახურები, სამწუხაროდ, ჩამოშორებული ვარ. არ მაქვს ჩემი საკუთარი ოჯახი, ჩემს თავზე მხოლოდ მე უნდა ვიზრუნო და მიუხედავად ამისა, ყოველი დღის გათენება მაინც მიხარია! ნუ დამღალეთ კითხვით - რატომ ვარ ცოცხალი!“ - წერს მაია.
მაია ასათიანი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანია. ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და წლების მანძილზე უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა. მაიას სტილი თუ ჩაცმულობა მუდმივად ინტერესის საგანია და კითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ხშირად ისმის.

„შავი ჯიპით გამიჩერა და გაბღენძილი სახით დამიყვირა, რომ მანქანა არასწორად გავაჩერე...“ - რა შეემთხვა მაია ასათიანს
„დავდე ფოტო, სადაც ჩემი თავი მომწონს და დაიწყო... რომ მახინჯი ვარ, ვამპირს ვგავარ, რომ შვილი რომ მოგიკვდება, უნდა დაეტიო შენს ადგილას...“ - მაია ასათიანი
„ზუსტად 5 წლის წინ, ამ დროს, ჩემი შვილი კვდებოდა, მე ჯერ არაფერი ვიცოდი... რომ ყოველ წელს ამ დღეს მოვკვდებოდი და მერე თავიდან ვისწავლიდი ცხოვრებას; რომ ყველა, ვისაც არ დაეზარებოდა, ჩემს ტრაგედიაზე თავის აზრს მომახვევდა“ - მაია ასათიანი