საზოგადოება მაია ასათიანს ხშირად საყვედურობს შეღებილი თმის, მოღიმარი ფოტოების და ფერადი ტანსაცმლის გამო. წინა კვირაში მან ამ თემას პოსტიც მიუძღვნა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებიც შვილის დაკარგვის შემდეგ გაიარა.
მაია ამბობდა, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა და გადაარჩინეს, ამის შემდეგ კი ორ ძაღლთან ერთად ცხოვრობს და აღარ მუშაობს, მაგრამ ყოველი დღის გათენება მაინც ძალიან უხარია.
ამჯერად ტელეწამყვანი კვლავ ამ საკითხის ირგვლივ საუბრობს და იმ ჭორებს ეხმაურება, რომლებიც ბოლო დროს მისი მისამართით გავრცელდა.
“საოცარი დღე მქონდა! დილით მლანძღეს, შვილმკვდარი ქალი სარკეში რატომ ვიხედები და საღამოს გაავრცელეს, რომ უმუშევრობის გამო თავი მოვიკალი! არადა, ყურთან ტყვიები გვიწუის…” - წერს მაია.

„თუ ეს ვინმეს დააწყნარებს - სუიციდის მცდელობა მქონდა, ნუ დამღალეთ კითხვით - რატომ ვარ ცოცხალი“ - მაია ასათიანმა კრიტიკას ემოციური პოსტით უპასუხა
„შავი ჯიპით გამიჩერა და გაბღენძილი სახით დამიყვირა, რომ მანქანა არასწორად გავაჩერე...“ - რა შეემთხვა მაია ასათიანს
„დავდე ფოტო, სადაც ჩემი თავი მომწონს და დაიწყო... რომ მახინჯი ვარ, ვამპირს ვგავარ, რომ შვილი რომ მოგიკვდება, უნდა დაეტიო შენს ადგილას...“ - მაია ასათიანი