რა არის უკეთესი - იტანჯო უფრო მძიმედ, მაგრამ ცოტა ხნით თუ სუსტად, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში?
ბევრი პიროვნული ფაქტორი განსაზღვრავს საკუთარი თავის გაცემის და იმედგაცრუების სიღრმეს: როგორ გროვდება ორმხრივი წყენა, როგორ მიდის ორივე პარტნიორი სამწუხარო გადაწყვეტილებამდე, როგორ რეაგირებს პრეტენზიებსა და ახსნა-განმარტებებზე, რამდენად არის მიბმული ერთი მეორეზე, თუ არის მზად, რომ მიატოვოს იგი და ასე შემდეგ.
რატომ იტანჯებიან ქალები უფრო მეტად დაშორების გამო?
ბინგჰემტონის უნივერსიტეტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ერთობლივმა კვლევამ, რომელშიც 96 ქვეყნიდან 6000 მონაწილე გამოიკითხა, დაადგინა, რომ ქალები უფრო მეტად განიცდიან დაშორებას, ვიდრე მამაკაცები.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სტატისტიკა პირდაპირ კავშირშია ევოლუციურ ბიოლოგიასთან.
ქალები უფრო მეტ გონებრივ და ემოციურ ენერგიას დებენ ურთიერთობებში. მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ქალის ტვინი უფრო აქტიურია, ვიდრე მამაკაცის, განსაკუთრებით, პრეფრონტალურ ქერქში, რომელიც დაკავშირებულია იმპულსების, განწყობისა და შფოთვის კონტროლთან.
მდიდარი ფანტაზიის გამო ტვინის შრომისმოყვარეობისა და პარტნიორის არჩევისას მიმართული ძალისხმევის გამო ქალი უფრო მეტად გრძნობს დაკარგვის ტკივილს, ვიდრე მამაკაცი. ურთიერთობასთან ერთად იშლება დაგეგმილი, ნათელი მომავალი.
ბინგჰემტონის უნივერსიტეტის კვლევამ დაადასტურა, რომ ქალები არა მხოლოდ უფრო განიცდიან ურთიერთობის დასრულებას, არამედ უფრო სწრაფად დავიწყებაც შეუძლიათ.
თავდაპირველი რეაქციები დაშორების გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. ვიღაცას სურს სიყვარულის დაბრუნება, ვიღაც ცდილობს შეინარჩუნოს ის, ვიღაც კი წყვეტს ურთიერთობას მაშინვე და სამუდამოდ.
თუ ურთიერთობა არ გამოვიდა, რა აზრი აქვს წარსულის გრძნობებში ჩაღრმავებას? ამ მავნე ჩვევამ შეიძლება გააფუჭოს თქვენი განწყობა და გეგმები მომავლისთვის. ასეთ დროს ქალები უბრალოდ შლიან ყველაფერს, მესიჯებს, მოგონებებს, ფოტოებს და მალევე იწყებენ დავიწყების პროცესსაც.
რატომ იტანჯებიან მამაკაცები უფრო ადვილად, მაგრამ ზოგადად უფრო დიდხანს?
როგორც უკვე ვიცით, კაცებში ემოციურობა და ზოგადი ტვინის აქტივობა ნაკლებად არის გამოხატული. მამაკაცები ასევე არ ფიქრობენ პერსპექტივაზე.
განშორებისთანავე ისინი, როგორც წესი, თავისუფლად გრძნობენ თავს, ფრთებს შლიან და სიხარულით ელიან, თუ როგორ გააკეთებენ ისევ იმას, რაც სურთ და ივლიან იქ, სადაც მოესურვებათ.
მაგრამ თავისუფლების ტრიუმფი დიდხანს არ გრძელდება. აღნიშნულ კვლევაში გაირკვა, რომ მამაკაცებს საბოლოოდ გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ დაშორების შედეგების გადალახვისა და ყოფილის წარსულში დატოვებისთვის.
დაშორებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მამაკაცები იწყებენ ფიქრს იმაზე, რაც დაკარგეს. ისინი მიდრეკილნი არიან თბილად გაიხსენონ ის კავშირები, რაც მათ ჰქონდათ და, სინანულით, გააცნობიერონ, რამდენად ლამაზი და უნიკალური იყო ყველაფერი. ლტოლვა კიდევ უფრო ტანჯავს კაცების გულებს, როდესაც ისინი აცნობიერებენ, რომ მათ კვლავ უნდა იბრძოლონ ქალის სიყვარულისთვის და აღადგინონ ემოციური კავშირი.
წარსულზე რეფლექსია ხელს უშლის მამაკაცს წინსვლაში - ის მთლიანად ან ნაწილობრივ ჩარჩენილია წარსულ ურთიერთობებში. სწორედ ეს ნოსტალგია უბიძგებს მას, გაურკვეველი მიზეზის გამო წლების შემდეგ მოულოდნელად მისწეროს ყოფილს.