ჟურნალისტი და „პრაიმ შოუს“ ყოფილი წამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს.
ნინუცა ორჯონიკიძე ტელევიზიაში მოხვედრაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა, თუმცა ამ ოცნებისთვის ფრთების შესხმა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში მოახერხა.
ის ცნობილი ქართველი ოჯახის რძალია. დედამთილი, ქეთევან ორჯონიკიძე, ჯერ კიდევ წლების წინ მუშაობდა „პირველ არხზე“; მამამთილი, სოსო ორჯონიკიძე კი წლების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქის ვიცე-მერი იყო. ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანია.
„მას შემდეგ, რაც ტელევიზიის არსებობის შესახებ გავიგე, მინდოდა იქ მემუშავა, მაგრამ ოჯახი წინააღმდეგი იყო. რადგან ტექნიკური საგნები მეხერხებოდა, გადავწყვიტე, ფინანსები მესწავლა და ერთ-ერთ მსხვილ ბანკში ვმუშაობდი. მაგრამ წლები რომ გავიდა და ჟურნალისტობის სურვილმა არ დამტოვა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურში რიგით ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა.“ - იხსენებს ნინუცა.
ნინუცა სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ გარეგნობაზეც ხშირად საუბრობს. გამომწერებისგან ყველაზე დიდი გამოხმაურება მაშინ დაიმსახურა, როდესაც პლასტიკური ოპერაციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას კბილების გარდა არაფერი აქვს გაკეთებული და არც აპირებს, რადგან ბუნებრივი სილამაზე მისთვის მთავარი პრიორიტეტია.
ნინუცამ ქმრის გვარზე გადასვლის შესახებაც ისაუბრა:
„მგონია, რომ ძალიან ნორმალურია, ჩემ ირგვლივ ბევრი აკეთებს ამას. უბრალოდ, სოციალურ ქსელში ორი გვარი – ორჯონიკიძე-ბიბილეიშვილი მიწერია, სკოლის ამხანაგები და ძველი ნაცნობები რომ არ დავაბნიო“ - ამბობს ის.
„მეუბნებიან, ცხვირი რომ გაიკეთო, უფრო ლამაზი იქნებიო... რასაც სარკეში ვუყურებ, მაკმაყოფილებს, მივხვდი, რა ბედნიერებაა, როდესაც ბუნებრივად კარგად გამოიყურები“ - ნინუცა ორჯონიკიძე