კახი კავსაძის შვილიშვილი ირინა კავსაძე სოციალურ ქსელში ბებიის, ბელა მირიანაშვილის ფოტოებს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს.
კახი კავსაძის სიყვარულზე, რომელსაც ის ბელა მირიანიშვილის მიმართ გრძნობდა, ლეგენდები დღემდე დადის. ხალხი კახის ყველაზე დიდ პატივს სწორედ იმ მხარდაჭერის გამო გრძნობს, რომელიც მან საწოლს მიჯაჭული მეუღლის მიმართ გამოავლინა.
როგორც ცნობილია, მსახიობმა ბელა უნივერსიტეტის დერეფანში ნახა და მას შემდეგ ჩუმად ეტრფოდა ქალს. მოგვიანებით, ვახშამზე, კახიმ ბელა მის მეუღლედ გამოაცხადა და მიუხედავად იმისა, რომ ბელას უკვე ჰყავდა ქალიშვილი, ისინი მაინც დაქორწინდნენ.
ბელას ძალიან უყვარდა თეატრი, სცენაზე დგომა იყო მისთვის ის, რისი კეთებაც ყოველდღე სურდა, თუმცა ირაკლიზე ორსულობის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და ვინაიდან ანტიბიოტიკების მიღებაზე უარს ამბობდა, რათა შვილისთვის საფრთხე არ შეექმნა, მშობიარობის შემდეგ საწოლს მიეჯაჭვა.
„მე ვიცოდი, რომ სცენაზე ვეღარ დავბრუნდებოდი და ამიტომ უფრო დიდი ამოცანა დავისახე მიზნად: რაც შეიძლება მაგრად დავხვედროდი ავადმყოფობას, რაც შეიძლება შორს გადამეწია მოსალოდნელი დასასრული, რომ ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრავმა არ მიმეყენებინა. და ვგონებ, ეს შევძელი კიდეც. ალბათ, სიყვარულმა შემაძლებინა. თუმცა თავს არაფრით ვიიმედებ. ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი მომელის“, - ამბობდა ბელა.
ბელა მირიანაშვილმა დაავადებასთან ბრძოლაში 23 წელი გაატარა. 1992 წლის აგვისტოს ბოლოს მან მოსკოვში გადაღებებზე მყოფ მეუღლეს დაურეკა და თბილისში ჩასვლა სთხოვა. მარიამობის დღესასწაულს წყვილი ერთად შეხვდა, მაგრამ ამ დღეს კავსაძის საყვარელი მეუღლე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"მე ბედნიერი კაცი ვიყავი – მქონდა სიყვარული და დიდი პასუხისმგებლობა. ჩემ გვერდით დიდებული ქალი იყო – ბელა მირიანაშვილი, ქალი, რომლის გვერდითაც უნდა გეცადა, ღირსეული ყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა ან საერთოდ გამომდიოდა თუ არა”, - ასე იხსენებდა კახი ბელას მისი გარდაცვალების შემდეგ.
მსახიობი კახი კავსაძე გარდაცვალების შემდეგ საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს.
"პირველი დაბადების დღე უშენოდ და აი ასე დაამთხვიე 40" - რას წერს ირინკა კავსაძე ბაბუაზე
შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების უცნობი ფოტოები და მოგონებები
კახი კავსაძეს შვილიშვილისთვის კომპლიმენტი არასოდეს უთქვამს