გალკინი-პუგაჩოვას წყვილი რუსული მედიის მთავარი თემაა. ჩვენ არაერთხელ დავწერეთ, რომ პრიმადონას საკუთარი ქვეყანა, გაქცევას ვერ პატიობს. მას შემდეგ, რაც წყვილმა უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთი დატოვა, შოუმენისა და მომღერლის შესახებ უამრავი ჭორი ვრცელდება.
უკვე დადასტურებულია, რომ ალა და მაქსიმი შვილებთან ერთად ისრაელში ქალაქ კესარიაში ცხოვრობენ. 3 ივნისიდან გალკინს ისრაელში საკონცერტო საღამოების სერია აქვს დაგეგმილი, მანამდე კი 10 მაისს ისრაელს, კონცერტით ალას ქალიშვილი კრისტინა ორბაკაიტე ეწვევა. რუსულ მედიაში წერენ, რომ პუგაჩოვამ და გალკინმა ისრაელს მოქალაქეობა სთხოვეს, ასევე ისინი ყიდიან რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეს რუსეთში.
ბოლო დროს "ტელეგრამში" ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალას ქმარი ტოვებს და მან ისევ განაახლა ურთიერთობა ძველ საყვარელთან, სერგეი ზვერევის ყოფილ საცოლესთან, ელენა გალიცინასთან. რეალურად კი, ინფორმაცია 2013 წლის არის.
ჯერ კიდევ 9 წლის წინ აბრალებდნენ გალკინს, რომ ალას ღალატობდა, თუმცა მას შემდეგ წყვილი ბედნიერად აგრძელებს ცხოვრებას. როგორც ჩანს, გალკინს რუსულ მედიაში მის ოჯახზე გავრცელებული ინფორმაციები ძალიან აღიზიანებს და გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვას ჭორებს. მან "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. გალკინი, ნამდვილად ისრაელშია და გზაზე ველოსიპედით გადაადგილდება...
იხილეთ სრულად