ხშირად წონაში კლების კარგ საშუალებად წყლის მიღებას განიხილავენ ხოლმე. ადამიანები, რომლებსაც ჭარბწონიანობა აწუხებთ, ცდილობენ დღის განმავლობაში რაც შეიძლება დიდი რაოდენობით წყალი მიიღონ.
ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი განმარტავს, მითია თუ რეალობა წყლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება:
„ზოგადად, ჩვენი რეკომენდაციაა ლიტრ-ნახევარი წყალი დღის განმავლობაში, თუმცა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ თანხმლებ დაავადებებზე, თუ არის გულის, თირკმლის პრობლემები ან შეშუპება, ბუნებრივია, ასეთ ადამიანებს ვერ მოვუწოდებთ ამდენი წყლის მიღებას.
პირობითად, ყოველი კვების წინ, 20-30 წუთით ადრე, ერთი ჭიქა წყლის მიღება არის რეკომენდებული. ამ დროს კუჭი წყლით შევსებულია და უკეთ აკონტროლებ საკვების რაოდენობას. კვების დროს წყლის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან ეს აფერხებს ტრაქტის სწორად მუშაობას. აქედან გამომდინარე, საკვების მირთმევას როცა დავასრულებთ, დაახლოებით 1 საათის შემდეგ სასურველია, რომ მივიღოთ წყალი. თუ ეს ყველაფერი იქნება დაცული, შედეგად დაიკლებთ წონაში და სრული კონტროლი გექნებათ თქვენს ჯანმრთელობაზე.“ - ამბობს ის.
ხილისა და ცილების დიეტა - მინუს 5 კილოგრამი 5 დღეში
დაივიწყეთ მოდური დიეტები! ეს საკვები დაგეხმარებათ წონის კლებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში