გისლენ მაქსველს "სძულდა" პრინცესა დაიანა და როგორც ტაბლოიდები ირწმუნებიან, ხშირად ატირებდა მას.
გასულ წელს მაქსველი დამნაშავედ ცნეს არასრულწლოვანი გოგონების დაქირავებაში, რომლებზეც ჯეფრი ეპშტეინმა სექსუალურად იძალადა. ამის შემდეგ მაქსველის ისტორია შეისწავლეს BBC-ის დოკუმენტური ფილმისთვის, რომელიც სულ მალე გამოჩნდება ეკრანებზე. მედიამ ასევე აღმოაჩინა, რომ მაქსველი ოდესღაც მეგობრობდა დედოფლის მეორე ვაჟთან, პრინც ენდრიუსთან.
თუმცა მაქსველი არ იყო მეგობრული სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან, განსაკუთრებით, გარდაცვლილ პრინცესა დაიანასთან.
მარია ფერმერის თქმით, რომელიც ამტკიცებს, რომ მაქსველმა და ეპშტეინმა მასზე სექსუალურად იძალადეს, თქვა, რომ მაქსველს სძულდა დაიანა და ყველანაირ შესაძლებლობას იყენებდა, რათა პრინცესა დაეშინებინა.
მარიამ გაიხსენა, რომ მაქსველისგან ხშირად ესმოდა, როგორ სძულდა მას დაიანა და სიცილით აღნიშნავდა ყველა იმ მომენტს, როდესაც მას აატირებდა.
მიუხედავად ამისა, პრინცი ენდრიუ და ეს ქალი ოთხმოციანი წლებიდან მეგობრობდნენ.
მარია კი ამბობს, რომ გისლეინი დაიანას გაღიზიანებით სიამოვნებას იღებდა.
ქალბატონმა ფერმერმა მაქსველისა და ეპშტეინის წინააღმდეგ ბრალდებები პირველად 1996 წელს წარადგინა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტსა და FBI-ში.
2006 წელს FBI-ს აგენტებმა მარიას მიმართეს მას შემდეგ, რაც გამოჩნდა ახალი ბრალდებები, რამაც გამოიწვია ეპშტეინის საქმის ხელახალი, ვრცელი გამოძიება.
ვირჯინია რობერტს ჯუფრე, რომელმაც სარჩელი შეიტანა თავად პრინც ენდრიუს წინააღმდეგ, მანამდე ამტკიცებდა, რომ პრინცი ჩართული იყო გისლეინისა და ეპშტეინის მიერ წარმოებულ ტრეფიკინგის საქმეში.
მოგვიანებით მან უჩივლა იორკის ჰერცოგს სექსუალური ძალადობისთვის და ამტკიცებდა, რომ ენდრიუს მასთან სექსი ჰქონდა, როდესაც ის 17 წლის და სექსუალური ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლი იყო.
იორკის ჰერცოგმა ეს პრეტენზია კატეგორიულად უარყო.
მაშინ, როცა ელისაბედ II ტახტზე ასვლის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს, ქეითი და უილიამი ჯუნგლებში მოგზაურობენ
„ზოგი იცოცხლებს, ზოგი მოკვდება, მაგრამ ყველამ უნდა იგრძნოს სიყვარული აქ და ახლა! ვცდილობ, მათ ეს სიყვარული ვაჩუქო“ - 5 უცნობი ფაქტი, რომელთა გამოც პრინცესა დაიანას „გულების დედოფალს“ უწოდებდნენ