კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია დედოფლის პლატინის იუბილეს აღნიშვნის ნაცვლად რვადღიან მოგზაურობაში იმყოფებიან.
მათ დღეს მოინახულეს უძველესი მაიას ტომების არქეოლოგიური ადგილი კარაკოლი, რომელიც მდებარეობს ბელიზის ჯუნგლებში.
მათი ტური უნდა გაუქმებულიყო ადგილობრივ ფეხბურთის მოედანზე ვერტმფრენის დაშვების გამო პროტესტის მიზეზით.
ჯუნგლების ექსპერტმა, მისტერ მურმა უილიამს და ქეითს აჩვენა ის ადგილი, სადაც შენობები იყო განლაგებული.
„ეს ჰგავს ბუკინგემის სასახლის შიგნით შესვლას, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილია“ - თქვა მურმა.
ტურის დროს მისტერ მურმა წყვილს აჩვენა რამდენიმე უძველესი ჩუქურთმა, ხვლიკები, თევზები, რომლებიც წყლის შროშანებს ჰგვანან და კატის ფორმა, რომელიც როგორც მან განმარტა, შესაძლოა იაგუარი ყოფილიყო.
ქეითმა უბრალო თეთრი მაისური და ხაკის მაღალწელიანი შარვალი მოირგო, რომელიც 70 ფუნტად იყიდება, ხოლო უილიამმა აირჩია პერანგი, შარვალი და წყალგამძლე ჩექმები.
ჰერცოგინიამ თავის ლუქს ასევე დაუმატა შავი ქამარი, თეთრი სუპერგას ტრენაჟორები, უბრალო მოოქროვილი რგოლები და ორიგინალური სათვალე.
მოგზაურობა, რომელიც განხორციელდა უილიამის ბებიის, დედოფლის ბრძანებით, მიზნად ისახავს გაერთიანებული სამეფოს კავშირების გაძლიერებას თანამეგობრობის ქვეყნებთან, თავად დედოფალი კი აღნიშნავს ტახტზე ყოფნის 70 წელს.
ქეითი შეუერთდა ცხრა ადგილობრივ სკოლის მოსწავლეს გარიფუნას კულტურულ ცენტრში ულამაზეს სანაპირო სოფელ ჰოპკინსში, სადაც მან ადგილობრივების ნაციონალური ცეკვა შეისწავლა.
„ეს ჩემთვის სასიამოვნო იყო. ქეითი შესანიშნავია და ნამდვილად აქვს გარიფუნას კულტურა“ - თქვა უილიამმა.
პრინცი უილიამი და ქეითი მოგზაურობის შემდეგ შეუერთდებიან დედოფლის იუბილეს.
„ქეითს არ შეუძლია დასაძინებლად დედოფალზე ადრე წავიდეს, გადაიღოს "სელფი“... - ნახეთ, რისი უფლება არ აქვს ქეით მიდლტონს
ქეით მიდლტონის ცხოვრება კამერებს მიღმა - ჰერცოგინია უბრალო სამოსსა და კედებში
რატომ არ სურდა პრინც უილიამს ქეით მიდლტონზე ქორწინება?