„ჩემი სიყვარული“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი საცოლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს - Marao

„ჩემი სიყვარული“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი საცოლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს

2022-04-07 10:34:29+04:00


ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ის და მისი ოჯახის წევრები ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებული ინტერესის საგანია შარლოტა ელენა, ჩოგბურთელის გერმანელი შეყვარებული, რომელიც საქართველოს ხშირად სტუმრობს და უკვე ბასილაშვილის ოჯახსაც იცნობს.

შარლოტა ნიკას თითქმის ყველა საჩოგბურთო მატჩს ესწრება და დიდი მხარდაჭერით გამოირჩევა. ის ასევე საქართველოში ჩამოვიდა მაშინაც, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილს სამართლებრივი დავა ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან, ნეკა დოროყაშვილთან და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ციხეში იმყოფებოდა.

შარლოტა სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა ის და ნიკა საერთო ფოტოებს ხანდახან მაინც უზიარებენ ხოლმე გულშემატკივრებს.

„ჩემი სიყვარული“ - სწორედ ამ წარწერით გამოაქვეყნა ჩოგბურთელმა მისი და შარლოტას ბოლოდროინდელი ფოტო.

„ულამაზესი წყვილი ულამაზეს ადგილას“ - ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი შეყვარებულის, შარლოტა ელენას რომანტიკული ფოტოები მალდივის კუნძულებიდან

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული შარლოტა ელენა ახალ რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს

„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო... მიყვარხარ“ - როგორ მოულოცა დაბადების დღე ნიკოლოზ ბასილაშვილს გერმანელმა საცოლემ