კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის ნიშნობის შესახებ სოციალურ ქსელებში რამდენიმე თვის წინ გავრცელდა და ყველა ტაბლოიდი ან გამოცემა დაიპყრო.
კორტნი ტრევისზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც განქორწინების საკითხი დაასრულა ყოფილ ქმართან და თავისი შვილების მამასთან.
როგორც ჩანს, მილიონერმა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახის წევრმა გადაწყვიტა, რომ "ოსკარის" ცერემონიაზე დასწრების შემდეგ ვეგასში ეპიკური ქორწინება სურდა, თუმცა, როგორც თავადვე აღნიშნა, წყვილი ლეგალურად არ დაქორწინებულა და ეს მხოლოდ კარგი დროის გატარების მცდელობა იყო.
42 წლის კორტნიმ და 46 წლის ტრევის ბარკერმა ორშაბათს დილით, ლას-ვეგასში, One Love Wedding Chapel-ში გაიარეს საქორწინო ცერემონიალისთვის სპეციალურად მომზადებული გზა, თუმცა ურთიერთობა იურიდიულად არ დაუკანონებიათ.
„ვოგთან“ ინტერვიუში კარდაშიანმა ასევე აღნიშნა, რომ ის და ტრევისი ბავშვის ყოლაზე არიან ორიენტირებულები და ქორწილის დაგეგმვა ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.
კორტნი კარდაშიანმა საკუთარი გენეტიკური მასალა რამდენიმე წლის წინ გაყინა და მისი და ტრევისის შვილს, სავარაუდოდ, სუროგატი დედის დახმარებით გააჩენს.
„ვის არ სურს ქორწილის რეპეტიცია ვეგასში?!“ - ასე გამოეხმაურნენ სიახლეს კორტნის ერთგული გულშემატკივრები.
ქანიე ვესტი ამტკიცებს, რომ მისი 8 წლის ქალიშვილი ბულინგის მსხვერპლად კიმ კარდაშიანმა აქცია
„თუ ეს ორი დაშორდება, დავიჯერებ, რომ სიყვარული არ არსებობს“ - ჰოლივუდის ყველაზე სკანდალური და ელეგანტური წყვილების სია, რომლებზეც მთელი ამერიკა საუბრობს