ELLE-ის 2022 წლის აპრილის ნომერში არაჩვეულებრივი ჯეინ ფონდა ასახავს თანამედროვე გმირების სერიის ბოლო ნაწილს. ჯეინი საუბრობს ვაშინგტონში გადასვლის შესახებ, კლიმატის პრობლემებსა და საპროტესტო აქციებზე, საკუთარ თავს კი “დეისნეის“ პრინცესა ელზას ადარებს, რადგან მხოლოდ ელზა ახსენდება ისეთი, ვინც გაბედავდა გაეწია ყველაფერი უცხოსკენ, საკუთარი სამეფოს გადასარჩენად.
ჯეინ ფონდა ყოველთვის იყო მებრძოლი, რომელიც იბრძოდა სამოქალაქო უფლებებისთვის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისთვის. დღეს ის ხელმძღვანელობს კამპანიას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ. 2019 წლის შემოდგომაზე, ახლა უკვე 84 წლის მსახიობი საცხოვრებლად ვაშინგტონში სწორედ იმის გამო გადავიდა, რომ საპროტესტო აქციებით საზოგადოების ყურადღება მიიპყროს.
„ადამიანებმა დაიწყეს მოსვლა მთელი ქვეყნიდან, შტატებიდან, არიზონადან, მასაჩუსეტიდან... ეს საოცარი რამ არის“ - ამბობს ჯეინი.
მსახიობი თოვლის დედოფლის სტილის დიდი გულშემატკივარია, ელზას გამბედავ ხასიათთან და სიმამაცესთან ერთად, ჯეინმა მოახერხა და მისი საოცარი სტილიც მოირგო, რომლითაც ჟურნალი „ელის“ გარეკანი დაამშვენა.
"თქვენი რუსი ჯეინ ფონდა" - თინა კანდელაკი თავისი იდეალური სხეულით ამაყობს
ვარსკვლავები, რომლებმაც 60 წელს გადააბიჯეს და მაინც მშვენივრად გამოიყურებიან