ელიზაბეტ ფრიცლმა ტყვეობაში 24 წელი გაატარა, იგი სარდაფში იყო გამოკეტილი და არაერთხელ ნაწამები საკუთარი მამის ჯოზეფ ფრიცლის ხელით.
1984 წლის 28 აგვისტოს 18 წლის ელიზაბეტ ფრიცლი გაუჩინარდა.
დედამისმა როზმარიმ ნაჩქარევად შეიტანა ცნობა დაკარგული შვილის შესახებ, კვირების განმავლობაში ელიზაბეთისგან არაფერი ისმოდა, ამბობდნენ რომ ის სახლიდან გაიქცა.
როგორც ჩანს, 1984 წლის 28 აგვისტოს ჯოზეფმა თავისი ქალიშვილი ოჯახის სახლის სარდაფში დაიბარა. ის ხელახლა აწყობდა კარს ახლად გარემონტებულ სარდაფში და დახმარება სჭირდებოდა. როცა ელიზაბეთმა კარი დაიჭირა, ჯოზეფმა ის ჩაკეტა.
მომდევნო 24 წლის განმავლობაში, ჭუჭყიანი კედლებით აშენებული სარდაფის შიდა ნაწილი ერთადერთი ადგილი იქნებოდა, რასაც ელიზაბეტ ფრიცლი დაინახავდა. მამამისი ატყუებდა დედასაც და პოლიციასაც. ამბობდა, რომ გოგონას უბრალოდ მშობლებისგან შორს ცხოვრება სურდა.
ჯოზეფი ყოველ დილით, დილის 9 საათზე მიდიოდა სარდაფში, ცოლი არაფერს ეჭვობდა, რადგან ფიქრობდა მისი ქმარი სამსახურის საქმეებით იყო დაკავებული.
რაც შეეხება ელიზაბეტ ფრიცლს, ჯოზეფი მონსტრი იყო. მინიმუმ კვირაში სამჯერ მაინც ჩადიოდა სარდაფში და აუპატიურებდა ქალიშვილს.
ტყვეობაში ყოფნიდან ორი წლის შემდეგ, ელიზაბეთი დაორსულდა, თუმცა ორსულობის 10 კვირის შემდეგ მან ბავშვი დაკარგა. ორი წლის შემდეგ კერსტინი გააჩინა, ხოლო კიდევ ორი წლის შემდეგ - სტეფანი.
კერსტინი და სტეფანი დედასთან ერთად დარჩნენ სარდაფში მთელი პატიმრობის განმავლობაში, ჯოზეფს ყოველკვირეული საკვები და წყალი მიჰქონდა მათთვის. ელიზაბეთი ცდილობდა ესწავლებინა შვილებისთვის ის ელემენტარული განათლება, რომელიც თავად ჰქონდა და მიეცა მათთვის ყველაზე ნორმალური ცხოვრება, რაც შეეძლო ამ საშინელ პირობებში.
მომდევნო 24 წლის განმავლობაში ელიზაბეტ ფრიცლს კიდევ ხუთი შვილი შეეძინა. ერთი გარდაიცვალა დაბადებიდან მალევე, ხოლო დანარჩენი სამი ჯოზეფმა აიყვანა ზევით, თავისთან საცხოვრებლად.
იმისთვის, რომ როზმარის, ანუ ჯოზეფის ცოლს არაფერი ეეჭვა, ჯოზეფი ტოვებდა წერილებს და ამბობდა, რომ ბავშვებს ელიზაბეთი აჩენდა, თუმცა მათ ვერ უვლიდა და მშობლებს უტოვებდა.
ცოტახნით პოლიცია კითხულობდა კერსტინს და საზოგადოებას სთხოვდა რაიმე ინფორმაციას მისი ოჯახის შესახებ. ბუნებრივია, არავინ არაფერი იცოდა. საბოლოოდ, მათ როგორც იქნა ეჭვი შეიტანეს ჯოზეფში და საქმის ხელახლა გახსნისას უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს.
მსოფლიო ვერასდროს გაიგებს ნანობს თუ არა ჯოზეფი ჩადენილს, მაგრამ 2008 წლის 26 აპრილს მან ელიზაბეთი სარდაფიდან გაათავისუფლა და ის იმ ღამეს დააკავეს.
ელიზაბეთმა განმარტა, რომ მამამისისგან მას შვიდი შვილი შეეძინა. მან განმარტა, რომ ჯოზეფი შვიდივე მათგანის მამა იყო და რომ ჯოზეფ ფრიცლი ღამით ჩამოდიოდა, პორნოგრაფიულ ფილმებს უყურებდა და შემდეგ აუპატიურებდა.
დღეს ელიზაბეტ ფრიცლი ახალი იდენტობის ქვეშ ცხოვრობს საიდუმლო ავსტრიულ სოფელში, რომელიც ცნობილია მხოლოდ როგორც "სოფელი X". სახლი არის მუდმივი CCTV მეთვალყურეობის ქვეშ და პოლიცია პატრულირებს ყველა კუთხეში. ოჯახი არსად არ აძლევს ინტერვიუს თავის ისტორიაზე და უარს ამბობს რაიმეს თქმაზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა ორმოცდაათი წლის უნდა იყოს, მისი ბოლო ფოტო გადაღებულია მაშინ, როდესაც მხოლოდ 16 წლის იყო.
მისი ახალი ვინაობის დამალვის მცდელობა საჭიროა იმისთვის, რომ მისი წარსული მედიისთვის დამალული იყოს და ელიზაბეთმა შეძლოს მშვიდად ცხოვრება.