ფრანგი კინოვარსკვლავი ვენსან კასელი ტინა კუნაკზე 2018 წლის აგვისტოში დაქორწინდა. მანამდე იგი ქორწინებაში მონიკა ბელუჩისთან იმყოფებოდა, რომელსაც 2013 წელს დაშორდა და საერთო ქორწინებიდან 2 შვილი, დევა და ლეონი ჰყავს.
ვენსანისა და ტინას ურთიერთობა ძალიან მალე იქცა ტაბლოიდების განხილვის თემად. ხალხი მოდელს მონიკას ადარებდა და მის მიმართ აგრესიულ კომენტარებს ხშირად წერდა.
ვენსანის ყოფილი მეუღლის გარდა, წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობაც განხილვის საკითხად ითვლებოდა - მაშინ, როდესაც კასელი 51 წლის გახლდათ, კუნაკის ასაკი მხოლოდ 21 წელი იყო.
ცოტა ხნის წინ მოდელმა ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში მეუღლის გაცნობასა და პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა:
„მე მეწყვილე არასდროს მიძებნია, თუმცა, როცა ვენსანი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ის ის იყო, ჩემი ბედი. მე მას მაშინ შევხვდი, როცა შეყვარებულთან განშორების გამო გულგატეხილი ვიყავი. ეს საოცრებაა, როცა ერთი წამითაც არ გეპარება ეჭვი შენს არჩევანში. მთავარია, მუდამ გახსოვდეს ის კავშირი, რაც დასაწყისში გაჩნდა“ - თქვა კუნაკმა.
„დღეს ჩემი ქალბატონის, ჩემი სიყვარულის, ჩემი ცხოვრების დაბადების დღეა... მიყვარხარ ვარსკვლავებამდე და მთვარემდე“ - ვენსან კასელის ემოციური მილოცვა ტინა კუნაკს
შესაძლებელია თუ არა დედაზე ლამაზი იყო, მაშინ, როცა დედა თვით მონიკა ბელუჩია? - დევა კასელის ყველაზე გამორჩეული ფოტოები
რით არის ის მონიკა ბელუჩიზე უკეთესი?! - ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის სიყვარულის ისტორია