ფრანგი კინოვარსკვლავი ვენსან კასელი თინა კუნაკზე 2018 წლის აგვისტოში დაქორწინდა. მანამდე იგი ქორწინებაში მონიკა ბელუჩისთან იმყოფებოდა, რომელსაც 2013 წელს დაშორდა და საერთო ქორწინებიდან 2 შვილი, დევა და ლეონი ჰყავს.
ვენსანისა და ტინას ურთიერთობა ძალიან მალე იქცა ტაბლოიდების განხილვის თემად. ხალხი მოდელს მონიკას ადარებდა და მის მიმართ აგრესიულ კომენტარებს ხშირად წერდა.
ვენსანის ყოფილი მეუღლის გარდა, წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობაც განხილვის საკითხად ითვლებოდა - მაშინ, როდესაც კასელი 51 წლის გახლდათ, კუნაკის ასაკი მხოლოდ 21 წელი იყო.
როგორც ჩანს, დღეს თინას დაბადების დღეა და მეუღლეც მის მიმართ ემოციურ სიტყვებს არ იშურებს. მოდელი დღეს 25 წლის გახდა.
ვენსანმა მისალოცი პოსტი "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა:
„დღეს ჩემი ქალბატონის, ჩემი სიყვარულის, ჩემი ცხოვრების, ჩემი დედოფლის, ჩემი დანაშაულში პარტნიორის, ჩემი მეუღლის, თინას დაბადების დღეა. მიყვარხარ ვარსკვლავებამდე და მთვარემდე“, - წერს ვენსანი.
,,და ცხოვრება გრძელდება ასე...’’ - ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის რომანტიკული ფოტოები ზღვის სანაპიროდან - როგორ აღნიშნავს ვარსკვლავური წყვილი სიყვარულის დღეს
შესაძლებელია თუ არა დედაზე ლამაზი იყო, მაშინ, როცა დედა თვით მონიკა ბელუჩია? - დევა კასელის ყველაზე გამორჩეული ფოტოები
რით არის ის მონიკა ბელუჩიზე უკეთესი?! - ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის სიყვარულის ისტორია