ამერიკული გამოცემები ირწმუნებიან, რომ მომღერალი რაქიმ მეიერსი და რიანა დაშორდნენ მას შემდეგ, რაც რაქიმმა მას ფეხსაცმლის დიზაინერთან, ამინა მაადისთან უღალატა.
რიანა და რაქიმი, იგივე „Asap rocky”, ერთმანეთს გასული წლიდან ხვდებიან და წყვილი პირველ შვილს ელოდება. დაშორება ოფიციალურად არცერთ მათგანს არ დაუდასტურებია, თუმცა გულშემატკივრები უკვე წერენ, რომ თუ ჭორები დადასტურდება, ისინი რაქიმის სიმღერების მოსმენას შეწყვეტენ.
შეგახსენებთ, რომ რიანას მსგავსი გამოცდილება რეპერ ქრის ბრაუნთანაც ჰქონდა, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და მხოლოდ მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობდა. ქრისის მხრიდან ღალატისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღების გამო რიანას სერიოზული ემოციური პრობლემები ჰქონდა. სწორედ ამიტომ, მისი ფანები მომღერალს განსაკუთრებით იცავენ.
რიანას ძვირადღირებული მანქანების კოლექცია და რჩევები, რომლებსაც ორსულობის დროს იღებს