დედოფლის დაბადების დღეზე მთელი ოჯახი შეიკრიბება, მაგრამ მისი უდიდებულესობის საყვარელი შვილიშვილი, დიდი ალბათობით, ოჯახს არ ესტუმრება.
21 აპრილს ელიზაბეტ II 96 წლის იუბილეს აღნიშნავს. მთელი ოჯახი დედოფლის გვერდით შეიკრიბება, მათ მხოლოდ პრინცი ჰარი მოაკლდებათ, რადგან ჰარის ნაკლებად აქვს კონტაქტი ოჯახთან და სულ უფრო და უფრო მეტად უმხელს საზოგადოებას სამეფო ცხოვრების საიდუმლოებებს.
ამ ფაქტმა სამეფო ოჯახში განხეთქილება გამოიწვია. ბუკინგემის სასახლე აღიარებს, რომ დედოფალი ძალიან განაწყენებულია შვილიშვილის გადაწყვეტილების გამო. სამეფო ოჯახი კი, როგორც ყოველთვის, მეგან მარკლს ადანაშაულებს ყველაფერში, რაც ხდება. როგორც იცით, ამერიკელ მსახიობზე დაქორწინების შემდეგ პრინცი სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა ოჯახს და საბოლოოდ დატოვა კიდეც ქვეყანა.
16 აპრილს ჰოლანდიაში გაიხსნება საერთაშორისო შეჯიბრებები ყოფილი და აქტიური სამხედრო მოსამსახურეებისთვის. აღნიშნული ღონისძიება Netflix-ის მხარდაჭერით გაიმართება, ჰარი და მეგანი კი დაპატიჟებული სტუმრების სიაში აუცილებლად მოხვდებიან. სწორედ ამიტომ, ექსპერტები თვლიან, რომ მეგან მარკლი ამ ღონისძიებაზე დასწრებას არჩევს, რადგან მისთვის კამერების წინ ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ბრიტანელების საყვედურზე ჰარიმ განაცხადა, რომ მას არ შეეძლო სამშობლოში გამოჩენა დაცვის გარეშე, რადგან სამეფო ოჯახისგან დაცვის გარანტიები არ აქვს.
კიდევ ერთი სკანდალი მეგან მარკლის გარშემო - ჰერცოგინია ცდილობს, ხალხს ისტორიული სიტყვის გამოყენება აუკრძალოს, რადგან ეს სიტყვა საკუთარ კამპანიას დაარქვა
ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ მეგან მარკლის ცრემლები მონარქიის დასრულების მიზეზი გახდება