მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად აქვეყნებს პირად ფოტოებს, სხვადასხვა საკითხის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას ყოველთვის ღიად აფიქსირებს.
ნინიმ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ალექსანდრე კვაშალის გარდაცვალებისა და ძველი თბილისის შესახებ ისაუბრა:
„არ მიწყინოთ და ჩვენი ქალაქი (თბილისი) ბევრი ქალაქისგან განსხვავდებოდა ყოველთვის. ჰქონდა ბევრი განსხვავებული, დაუწერელი კანონი, ფაქტობრივად, იმ წლების თბილისი ერთი დიდი ოჯახი იყო. ყველა ერთმანეთის ნათლია, ნათლული ან ნათესავი იყო. სულ ერთმანეთთან მისვლა-მოსვლაში და ფერებაში გაატარეს სიცოცხლის ნახევარზე მეტი. მეც ამ სიყვარულში გამზარდა დედაჩემმა და სულ ვოცნებობდი, ჩემს შვილსაც ენახა ეს უნიკალური და განუმეორებელი ადამიანები. დღეს თბილისს კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ადამიანი დააკლდა, ალიკო კვაშალი. ყველას ალიკო... უკვე სიკვდილის აღარ მეშინია, იქ უკვე თბილისის ბევრი მთავარი ადამიანია. თავგასათი დაიწყო, მერე გიო ხუციშვილი, შედეგ ერეკლე ბადურაშვილი, ჩემი მამა - თეკუჩა ქარსელაძე, ჩემი ირაკლი ჭანტურია და ალექსანდრე კვაშალი. მადლობა სიყვარულისთვის, ამ ქალაქს ყოველთვის განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა“ - წერს ნინი.

„ენა ჩამივარდა... მეც ბევრი რამე არ მომწონს თქვენი, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი, ეს თქვენთვის სახალხოდ დამეწერა და თან იმ სიტყვებით, რასაც თქვენ იმეტებთ“ - ნინი ქარსელაძე
„ამ ტრაგედიის გამო განადგურებულები ვიყავით... მთელი ცხოვრება ვილოცებ იმისთვის, რომ უფალმა მათ თავისნაირი ადამიანები არ მოაკლოთ“- რა მოხდა ნინი ქარსელაძის ოჯახში