„მონატრება აძლიერებს სიყვარულს... ვგრძნობ, რომ მისთვის ვარ საუკეთესო ქალი და საუკეთესო მუსიკოსი“ - მეგი გოგიტიძე მეუღლესა და ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობს - Marao

„მონატრება აძლიერებს სიყვარულს... ვგრძნობ, რომ მისთვის ვარ საუკეთესო ქალი და საუკეთესო მუსიკოსი“ - მეგი გოგიტიძე მეუღლესა და ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობს

2022-04-18 14:07:54+04:00


მომღერალი მეგი გოგიტიძე მეუღლესთან და ორ შვილთან, სიდონიასთან და ბარბარესთან ერთად ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, მოგზაურობა ხშირად უწევს, თუმცა ამჟამად საქართველოში იმყოფება და გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ ოჯახური ცხოვრებისა და კარიერის შესახებ საუბრობს.

„ვდგები ბავშვებზე ადრე, ყავას ვსვამ და ჩემი დღე გრძელდება ბავშვებით. სადილს ჩემი დედამთილი აკეთებს, მე მხოლოდ ერთხელ გავაკეთე ხინკალი და ჩემმა შვილმა მითხრა, ასეთი საშინელება არასდროს მიჭამიაო. ჩემთვის კომფორტია ჩემს შვილებთან ურთიერთობა, მათთვის აზრების გაზიარება. ძალიან ხშირად და ბევრ თემაზე ვსაუბრობთ, რა ხდება სამყაროში, ომი რატომ დაიწყო და ა.შ. მათი ფრაზებიდან ხშირად ამიწყვია მუსიკა, ძალიან საინტერესო აზრებს ვისმენ ხოლმე. ჩემთვის შთაგონების წყაროა, როდესაც ჩემი შვილი ზის და ხატავს. ხანდახან აბსოლუტურად უყურადღებო ვარ. თუ სიმღერას ვწერ ან ვმუშაობ, ბავშვებს ვერ ვაქცევ ყურადღებას.

მე და ჩემი მეუღლე სულ ვმოგზაურობთ, რაც დავქორწინდით, იმის მერე მოგზაურობაში ვართ და ძალიან მომწონს ეს. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ერთმანეთისადმი ინტერესი. მონატრება აძლიერებს სიყვარულს. ვხვდები, რომ სიყვარულში ყველაზე მნიშვნელოვანი უხილავი ურთიერთობებია, რომლებიც პარალელურ სამყაროში მიმდინარეობს. ვგრძნობ, რომ მისთვის ვარ საუკეთესო ქალი და საუკეთესო მუსიკოსი“ - ამბობს მეგი.

ორსულმა მეგი გოგიტიძემ უკრაინული Voice-ის რინგი მოიგო

"5 თვის ორსული ვიდექი სცენაზე და ამის შესახებ არავინ იცოდა" - მეგი გოგიტიძე უკრაინული "ვოისის" რინგისთვის ემზადება