რატი დურგლიშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალია. ის მაკა ზამბახიძესთან ერთად დუეტ "ჯორჯიის“ სახელით არაერთ მუსიკალურ კონკურსში იღებდა მონაწილეობას.
რატი ამჟამად მარტო ცხოვრობს და როგორც გადაცემა „სთორიში“ სტუმრობისას თქვა, ცხოვრებაში მეორე ნახევარს არ ეძებს, თუმცა ისაუბრა იმ დეტალებზე, რომლებიც მისთვის სასურველ ადამიანს უნდა გააჩნდეს.
„შეყვარებული ვიყავი, კატასტროფულად და აღარ მინდა, ძალიან დიდი დრო დავკარგე არაფრის გამო. ვფიქრობ, რომ სიყვარულს ორი უკიდურესობა აქვს, ხან ბედნიერი ხარ და ხანაც უბედური. შემდეგ ხვდები, რომ ყოფით სცენებში იღებ მონაწილეობას და შენთვის ძვირფასი დრო გადის. მერე განშორების მომენტი რომ დგება, დაკარგულ დროს ვერ იბრუნებ, ის ადამიანი უცხო ხდება, უკვე აღარ გიყვარს, არც მეგობარი არ არის. მახსოვს, რომ ზუსტად იმ პერიოდში დაიწყო ჩემი ქვევით დაშვების მომენტი. არც ვხატავდი და არც ვმღეროდი.
ხელოვან ადამიანებს ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს სიყვარულთან. ძალიან სენსიტიური ვარ, სხვანაირად გამოვხატავდი სიყვარულს. ალბათ, ვერასოდეს ვერავისთან თანაცხოვრებას ვერ შევეგუები. ასეთი ვარ, ცოტა სხვანაირი.
ზოგადად კი, ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანის ზრდილობას, კულტურას... შინაგანი ინტელექტის მქონე ადამიანებს. ამის შემდეგ უკვე გადადიხარ სხვა მახასიათებლებზე. ურთიერთობებიც ურთიერთპატივისცემით იწყება”, - თქვა დურგლიშვილმა.
„საერთოდ სხვა შეგრძნებაა, როცა საკუთარი ხელით აკეთებ“ - რატი დურგლიშვილის ახალი წამოწყება
როგორ ერთობიან რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე მეგობრებთან ერთად ,,ლოქდაუნის" დროს? - ძალიან სასაცილო კადრები (ვიდეო)
რატი დურგლიშვილის სამსართულიანი ბინა "ვარსკვლავურ კორპუსში" და მისი დამზადებული ჭაღები