სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია დედოფალს ხუთშაბათს, ბრიტანეთში გაფრენის შემდეგ შეხვდნენ. ინფორმაციას წყვილის სპიკერი და BBC-ის გამოცემა ადასტურებენ.
წყვილი ცოტა ხნით უინძორში გაჩერდა, სანამ ჰააგაში Invictus Games-ზე დასასწრებად გაფრინდებოდნენ.
პრინცი ჰარი ბოლოს გაერთიანებულ სამეფოში გასული წლის ივლისში იყო, ხოლო მეგანი 2020 წელს ამერიკაში გამგზავრების შემდეგ ბრიტანეთში აღარ გამოჩენილა. ჰარიმ და მეგანმა სამეფო ოჯახი 2020 წლის იანვარში დატოვეს.
ჰარი გასულ თვეში ლონდონში, ბაბუის, ედინბურგის ჰერცოგის მემორიალზე არ იყო, ტაბლოიდები კი მიზეზად მეგან მარკლის ასახელებდნენ. ამ ინციდენტის შემდეგ მალევე, გასულ კვირაში მეგანიც და ჰარიც დედოფალს ესტუმრნენ.
95 წლის მონარქს გადაადგილების პრობლემები აქვს და ბოლო დროს რამდენიმე ღონისძიება გამოტოვა. მათ შორის აღდგომისწინა ცერემონიები და „თანამეგობრობის“ ქვეყნების შეკრებაც იყო.
მეგან მარკლი ბოლოს დიდ ბრიტანეთში 2020 წლის მარტში გამოჩნდა, როცა პრინცი ჰარი დედის, პრინცესა დაიანას ძეგლის გახსნას დაესწრო.
მას შემდეგ, რაც წყვილი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, მეგანმა ემოციური ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ სამეფო ოჯახში ცხოვრება იმდენად რთული იყო, რომ აღარ სურდა ცოცხალი ყოფილიყო.
ცოლის გეგმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბებია, მაშინაც კი, თუ ბებია დედოფალი ელიზაბეტია - პრინცი ჰარი დედოფლის 96 წლის იუბილეს გამოტოვებს
კიდევ ერთი სკანდალი მეგან მარკლის გარშემო - ჰერცოგინია ცდილობს, ხალხს ისტორიული სიტყვის გამოყენება აუკრძალოს, რადგან ეს სიტყვა საკუთარ კამპანიას დაარქვა
ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ მეგან მარკლის ცრემლები მონარქიის დასრულების მიზეზი გახდება